1943 წლის 16 დეკემბერს, ბერლინის ციხეში გილიოტინით დასაჯეს 43 წლის მკერავი ქალი, ელფრიდე შოლცი.
ბრალდება ასე ჟღერდა: “მტრის სასარგებლოდ აღმაშფოთებლად ფანატიკური პროპაგანდა”.
ინფორმაცია მისი ერთ-ერთი კლიენტისგან მივიდა: ელფრიდე ამბობდა, რომ გერმანელი ჯარისკაცები მხოლოდ საზარბაზნე ხორცი იყვნენ, რომ გერმანია განწირული იყო დამარცხებისთვის და რომ ის პირადად და სიამოვნებით დაახლიდა ტყვიას შუბლში ადოლფ ჰიტლერს. პროცესზე ელფრიდეს ბრალდება არ უარყვია.
პროცესის დასასრულს, მოსამართლემ უთხრა: “სამწუხაროდ, თქვენმა ძმამ მოახერხა მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა. საბედნიეროდ, თქვენ ეს არ გელოდებათ”. სასჯელის აღსრულების შემდეგ, ელფრიდეს დას გადასახდელად მიუვიდა პატიმრობის და დასჯის ხარჯები, 495 მარკა და 80 პფენინგი.
25 წლის შემდეგ, ელფრიდე შოლცის სახელს დაარქმევენ ქუჩას მის მშობლიურ ქალაქ ოსნაბრუკში.
ელფრიდე შოლცის (ქალიშვილობის გვარი რემარკი) უფროსი და ერთადერთი ძმა იყო ერიხ მარია რემარკი… მას მიუძღვნა რემარკმა “სიცოცხლის ნაპერწკალი”