10 პროდუქტი, რაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა რუსეთში – მარტის მონაცემები

2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით, ხოლო ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მხოლოდ მარტს, გასულ თვეში რუსეთში ექსპორტმა 16 958 050 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 38 366 210 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 50 194 200 აშშ დოლარი იყო.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ხვდება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5 379 900 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 4 873 300 აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 947 290 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 801.49 ათასი აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 727.57 ათასი აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები – 465.31 ათასი აშშ დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები – 458.53 ათასი აშშ დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 421.71 ათასი აშშ დოლარი;
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 407.81 ათასი აშშ დოლარი;
  • ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – 397.55 ათასი აშშ დოლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share