ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თემურ წიკლაურთან გაცნობას იხსენებს: ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ…”
“მე და თემურ წიკლაური ვახლობლობდით. ჩვენი დედები ნათესავებია, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი და 17 წლის ბიჭი ჩავუსაფრდი ფილარმონიის უკანა კარების გამოსასვლელთან. მისი კონცერტი იყო ანშლაგით მაშინ, გრგვინავდა “ივერია” და თემურ წიკლაური მთელი საბ ჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩავუსაფრდი იქ და ვუთხარი, რომ ჩვენ ნათესავები ვართ. ბუნებრივია მან იმ წუთშივე გაიხსენა, ყვავილები ეჭირა ხელში და მიდიოდა საკმაოდ დაღლილი და კმაყოფილი და მითხრა წავიდეთ ახლავე რესტორანშიო და ავღნიშნოთ ჩვენი გაცნობაო. მე ვუთხარი სხვა დროს იყოს ბატონო თემურმეთქი და ეს სხვა დრო მოვიდა 30 წლის შემდეგ, შევხვდით სუფრაზე.
ეს ასხივებდა სიყვარულს. აი, რასაც მღეროდა ის იყო. ხო არის ასეთი სიმღერა-“ღობეს ღობავდა ბერიკაცი სვენებ-სვენებით”, აი დღეს ზუსტად, ის განმეორდა, ის ბერიკაცი ღობეს ღობავდა, ჩამოჯდა, გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა თავისი ხმა. უკვდავებაში გადავიდა. ჩვენ მას ახალ გზაზე ვაცილებთ”.-ჰყვება ნათელაშვილი.