31 დეკემბერს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი. სიკვდილის მიზეზი ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. საყოველთაო პოპულარობა „ანჟელიკას“ ფილმებში გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები სურათებში „ცის ქუხილი“, „მეორე ჭეშმარიტება“, „პროფესიონალი“. გარდა ამისა ოსეინი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა „ვარდნის წერტილი“ და ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანის, „საბრალონის“ ერთ-ერთი ეკრანიზაცია. ოსეინი თეატრშიც მუშაობდა. იგი 1970-1979 წლებში რეიმსის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი იყო.