ძალადობასა და აგრესიისკენ მოწოდებებს ერთ-ერთი პირველი ტრამპის ადმინისტრაციიდან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გაემიჯნა და რადიკალი დემონსტრანტებების ქმედებები კონგრესის ტრიბუნიდან დაგმო. რომელიც კონგრესში არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად იყო მისული. სწორედ მან მიიღო შემაჯამებელი დოკუმენტი და გამარჯვებაც პირველმა მიულოცა ჯო ბაიდენს.
კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი – ასე შეაფასა “მთავარი არხის” ეlგებერალირკა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მაიკ პენსის ეს განცხადება.
“ანტიგმირი გასაგებია, მაგრამ კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი (ტრამპის) ვიცე-პრეზიდენტი და სენატის თავმჯდომარე მაიკ პენსია. ამ კაცმა გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მარტო როგორც სიმბოლომ, რომელიც პირველი გაემიჯნა სამყაროს ბოროტების მსახურებაში ჩამდგარ ტრამპს, არამედ თავისი საქმითაც – დემოკრატიის და ამერიკის კონსტიტუციის მსახურებით, ხელისუფლების (მათ შორის, საკუთარი ხელისუფლების) უზურპაციის მხარდაჭერის ნაცვლად.
ამ ვიდეოში ის აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის გამარჯვებას და მანიაკი ტრამპის და ასევე საკუთარ დამარცხებას, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის.
ნამდვილი გმირია! ასეთები ამოძრავებენ სამყაროს წინ და ამარჯვებინებენ სიკეთეს ბოროტებაზე!” – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა მაიკ პენსზე თქვა, რომ მას საკმარისი სიმამაცე არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად. თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტი წინააღმდეგი არაა ბაიდენის პრეზიდენტობა ოფიციალურად გაფორმდეს.
მომხდარის გამო, ვაშინგტონში ახლაც კომენდანტის საათი მოქმედებს.