საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილს ეხმიანება და წერს, რომ რასაც ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, თვითონ მისი გამოწვეულია, მაგალითად, სიღარიბე.
“ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმ რეალობამ, რომ სიღარიბე თურმე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად, სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში.სიღარიბე არის იმის შედეგი, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის 0%…სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა ორჯერ, პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქრთველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის სწორედ ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს.პირდაპირი შედეგი იმისა, რომ არის ნეპოტიზმი და თუ ნათესავი არ გყავს პატრონი, მის ბანდაში ვერაფერს ვერ აღწევ, ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და ვერ იღებ ვერც ერთ კონტრაქტს. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონობის სისტემისა, რომელიც გაბატონდა საქართველში. პირდაპირი შედეგი ფეოდალიზმისა და ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის”, – ამბობს მესამე პრეზიდენტი.