“ქართულმა ოცნებამ ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ”

საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების ზრდას ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნება მოდიოდა ლოზუნგით, რომ ტარიფები დაიკლებდა, თუმცა პარტიამ ყველაფერი 180 გრადუსით შებრუნებულად შეასრულა. “მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების მნიშვნელოვანი საგანი იმიტომ, რომ ჩვენ მოვდიოდით ლოზუნგით – პირველი წელიწადი იქნება კარგი, მეორე იქნება უკეთესი, იქნება ტარიფების დაკლება, იქნება ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების დაკლება. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, გაღატაკებული მოსახლეობისთვის ეს იქნება კატასტროფული მდგომარეობა, მით უმეტეს – პანდემიის ფონზე”. – თქვა მარგველაშვილმა. ​1-ელი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 3.5 თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის 11-14 თეთრით გაძვირდა. საყურადღებოა, რომ ეს დროებითი ტარიფია და 1-ელი იანვრიდან, 6 თვით იმოქმედებს. გრძელვადიანი ტარიფები კი 2021 წლის ივლისამდე დადგინდება. თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ასევე გაიზრდა წყლის ტარიფიც. კერძოდ, 1 კუბური მეტრის ღირებულება აბონენტებისთვის 50 თეთრი იქნება. აქამდე ეს 32.9 თეთრი იყო. სულადობრივად კი აბონენტებს 4.51 ლარის გადახდა მოუწევთ. რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, ისინი 1 კუბურ მეტრ წყალზე 4.4 ლარის ნაცვლად, 6.5 ლარს გადაიხდიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    "დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით"- რა გვითხრა ამით აშშ-მ?"წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით" - ასეთია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯორჯ კენტის სიტყვები, როდესაც ის საქართველოს ევროატლნატიკურ ამბიციებზე საუბრობს. ჰოდა აქამდეც მივედით… ვინ წარმოიდგენდა რომ საქართველოს, რომელიც ერთ დროს რეგიონში დემოკრატიისა და რეფორმების ლიდერი იყო, უახლოესი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ფინანსური სანქციებით დაემუქრებოდნენ. ასევე ძნელია წარმოიდგინო ჭკუათმყოფელი, რომელსაც ეს უხარია, რადგან სანქციების შედეგად…
    Tags: და, კი, რომ, საქართველოს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    " დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა!"-მიხეილ სააკაშვილი"დღეს, 10 აპრილს, პოლონეთის დიდი ტრაგედიის დღეა! პრეზიდენტი კაჩინსკი დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით და მედლით. და ეს არ არის შემთხვევითობა, იმიტომ, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში 2008 წელს. როდესაც ის შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსებმა უთხრეს, რომ ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, მაგრამ მან…
    Tags: და, რომ, საქართველოს, იყო, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    ნიკა მელია: "ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა" "გამარჯობა ყველას, მგონი, ყველაზე მეტად facebook სივრცეში ყოფნა მომენატრა. ციხეში რომ ინტერნეტი იყოს, აქ შეიძლება კაცს დიდი ხნით დარჩენაზეც ეფიქრა  საკანში პირველი 3-4 დღე გაღვიძებისთანავე მობილურ ტელეფონს ვეძებდი... მერე კი, შევეგუე, რომ ოფისში დამრჩა  ერთი სიტყვით, ძალიან მომენატრეთ... ბევრს აღარ დავწერ, ისედაც გრძელი წერილი გამომივიდა. ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ…
    Tags: და, ჩვენ, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა