“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა,რომ ახლა მიმდინარეობს დაზუსტება ინფორმაციის, ვინ არიან ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც თავად გაიკეთა ვაქცინაცია და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა არ უზრუნველყო.
“არც თამარ გაბუნია არ არის მანდ ვინმე და არც არავინ, სახელმწიფო ვეღარ იმართება, უუნაროები არიან. ეს არის ოლიგარქიული, დიქტატორული, ავტორტიტარული მართვა, ეს არის შედეგი. ყველაფერი ჩამოშლილია. თამარ გაბუნიას არ ვგულისხმობ, მაგრამ გამოვიდა რაღაც ინფორმაცია და ახლა მიდის დაზუსტება, გამოძიება, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩატარებული აქვთ თავისთვის ვაქცინაცია. არავითარ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი გვარს და სახელს, ბრალს ვერ დავდებ, სანამ დაზუსტებით არ მეცოდინება, საუბარია
მაღალ თანამდებობის პირებზე. როცა დაზუსტდება, შემდეგ საჯაროდ, ეთერში გავაჟღერებთ.
შუშის სასახლეში ერთი კაცია გამაგრებული ოლიგარქი და ის წყვეტს ყველაფერს. მან მოიყვანა თავისი უუნარო აჩრდილი, რომელსაც მხოლოდ იმის უნარი აქვს , რომ ადამიანები დაარბიოს. აბა ღარიბაშვილის გაკეთებული საქმე სად გინახავთ?! ეს არის ფეოდალური მართვა, რომ ხალხი არავინ და არაფერი არ აინტერესებთ. სასაცილოა, მაგრამ ტიკარაძე უნდა წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ არც ეს არაფერს ნიშნავს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა წავიდნენ. შუშის სასახლეში ერთი კაცია გამაგრებული ოლიგარქი და ის წყვეტს ყველაფერს. მან მოიყვანა თავისი უუნარო აჩრდილი, რომელსაც მხოლოდ იმის უნარი აქვს , რომ ადამიანები დაარბიოს. აბა ღარიბაშვილის მისი გაკლეთებული საქნე სად გინახავთ?! ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს თანმიმდვრულად. მე სულ ვამბობ, რევოლუცამდია ჩვენ კი არ მიგვყავს, რევოლუციისკენ… ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი … წავლენ კი არა კინწისკვრით გაყრის ხალხი ამ პოლიტიკურ ტერორისტებს”.-– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.