“როცა შეგიძლია სახელმწიფო ქონება 1 ლარად წაიღო სახლში, თან რუსული ვექტორით იარო, ნამეტანია”

“ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დი­ა­ლო­გი გვქონ­და. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი არის შემ­დე­გი: ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა”, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, შარლ მი­შელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ტო­რო­ბით შედ­გა 6-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში უნდა წა­რი­მარ­თოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის.

გვე­სა­უბ­რე­ბა “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ერთ-ერთი ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი:

– თა­ვის­თა­ვად კარ­გია, რომ უკვე ასე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, და­სავ­ლე­თის ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბო­ი­კო­ტის შე­დე­გიც ეს არის… სკეპ­ტი­კო­სე­ბი სულ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სა­ჭი­როა ბო­ი­კო­ტი? რა თქმა უნდა, და­სავ­ლეთს უნდა და­ე­ნა­ხა შენ პრო­ვო­კა­ტო­რობ, თუ ნამ­დვი­ლად ასეა. მან აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ი­ნა­ხა, რომ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, რო­მე­ლიც არც კა­ნონს და არც არა­ფერს არად და­გი­დევს. ამი­ტომ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი და ის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ცი­ი­დან მე­დი­ა­ცი­ის ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკან­კა­ლებს, მას მხო­ლოდ აქ­ცი­ე­ბის ეში­ნია. ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვალთ, მხო­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბით არ დას­რულ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ეს კუთ­ვნი­ლი მო­თხოვ­ნაა, ამას ოქ­მე­ბის მი­ხედ­ვით ვამ­ბობ, ამი­ტომ ხალ­ხთან ჯი­კა­ო­ბა არ გა­უ­ვათ, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს და არც ზე­წო­ლა უნდა შე­წყდეს.

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქამ­დე ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს ჯან­ყი და ისი­ნი კინ­წის­კვრით გა­ყა­როს ხალ­ხმა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცია მუდ­მი­ვად უს­მენს ხალ­ხის მა­ჯის­ცე­მას. ხომ ნა­ხეთ, რა ხდე­ბო­და ქუ­თა­ის­ში? დად­გნენ და ით­ვა­ლონ თა­ვე­ბი. ძაან გო­ნე­ბა­სუს­ტი უნდა იყო, გე­გო­ნოს, რომ ეს მხო­ლოდ პარ­ტი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბია. კი, ბა­ტო­ნო, იძა­ხონ ასე, მაგ­რამ გვი­ნა­ხავს რით დამ­თავ­რე­ბუ­ლა პარ­ტი­უ­ლი მი­ტინ­გე­ბი. დღეს თუ არა, ხვალ შე­იძ­ლე­ბა მუხ­ტი აი­წი­ოს. არ გახ­სოვთ, მა­გა­ლი­თად, “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” წინ ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თოდ არ ეგო­ნათ, რომ რე­ვო­ლუ­ცია მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ უცებ იფეთ­ქა. გა­ზა­ფხუ­ლი მო­დის, დამ­შე­უ­ლი ხალ­ხი გა­მომ­წყვდე­უ­ლია, ვაქ­ცი­ნა ვერ შე­მო­ი­ტა­ნეს და რა შუ­ა­შია ოპო­ზი­ცია? ასეთ დროს არ უნდა წა­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხს ვერ მო­ემ­სა­ხუ­რა? რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? – ხალ­ხს მო­ემ­სა­ხუ­როს, თუ ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბა, უნდა წა­ვი­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ტე­რო­რის­ტად გა­და­იქ­ცა, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პარ­კი. ტე­რო­რიზ­მი მა­ინც და მა­ინც ისაა, ავ­ტო­მა­ტით და ხელ­ყუმ­ბა­რით იარო?

– ოპო­ზი­ცი­ის პრობ­ლე­მა რაში მდგო­მა­რე­ობს, მის შეც­დო­მებ­ზე რას იტყვით?

– სულ ვამ­ბობ, რომ შეც­დო­მაა, რო­დე­საც ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აზი­ლავ. რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიყ­ვა­ნეს პლა­ხატ­ნი­უ­კის მა­გა­ლი­თი. უკაც­რა­ვად, რა­ტომ უნდა მო­მიყ­ვა­ნო ეს მა­გა­ლი­თი? მერე რუ­სებ­მა ისევ თა­ვის­კენ რომ გა­წი­ეს. რუ­სე­თი როცა მო­უნ­დე­ბა, თა­ვის ჩა­ნერ­გილს ყო­ველ­თვის თა­ვის­კენ გა­წევს. ოპო­ზი­ცი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ი­ყოს და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რი. ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ იმ ნა­წილ­ში, რა­საც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჰქვია. კი ბა­ტო­ნო, ამ ნა­წილ­ში დავ­თან­ხმდით, მაგ­რამ მერე უკვე და­ვი­ნა­ხე, რომ კო­რექ­ტი­ვე­ბია შე­სა­ტა­ნი იმი­ტომ, რომ ხალ­ხს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი რე­კა­ვენ და კი­თხვას გის­ვა­მენ –- ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას რომ აა­ნონ­სებთ, შენ იქ გავ­რი­ლოვ­ნა უნდა გედ­გა­სო? გავ­რი­ლო­ვის ღა­მის შემ­დეგ კო­სა­ჩოვ­თან ბო­დი­შის მომ­ხდე­ლი ხომ არ უნდა მედ­გეს გვერ­დით? ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამას­წი­ნათ, ამ რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის მომ­ხრე ქალ­ბა­ტო­ნის ინ­ტერ­ვიუ იყო და კი­დევ უფრო გა­ვოგნ­დი. ბურ­ჯა­ნა­ძე ლა­პა­რა­კობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში აფხა­ზეთ­ში შეს­ვლა იგეგ­მე­ბო­დაო და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფიც­რო­ბა­ზეც სა­უბ­რობს (ასა­ხე­ლებს სა­ა­კაშ­ვილს, ბო­კე­რი­ას და ტყე­შე­ლაშ­ვილს).

ხალ­ხო, ჯერ ერთი, რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის ქალ­ბა­ტონს არ აქვს ის სან­დო­ო­ბა, რომ და­ვუ­ჯე­როთ, რა იგეგ­მე­ბო­და. ამ­ბობს, არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მემ და­ა­დას­ტუ­როს ეს, მაგ­რამ ოფიც­რო­ბა იტყვის ამა­სო. გეს­მით, რა­ზეა სა­უ­ბა­რი? თუ ეს ასე იყო, სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე დი­ა­ლო­გი წყდე­ბო­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფიც­რო­ბას­თან ერ­თად და ამას ეს გა­რეთ გა­მო­აქვს სა­ა­კაშ­ვი­ლის ზი­ზღის გამო. ჩვენ თუ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, რა­ზეა სა­უ­ბა­რი?!

– ისე, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე მუდ­მი­ვად კრემლთან ასო­ცირ­დე­ბა და დღეს ოკუ­პა­ცი­ა­ზე მისი მხრი­დან სა­უ­ბა­რი მარ­თლა არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია…

– წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცაა და ხალ­ხი ამას ხომ ხე­დავს? ამი­ტომ ვთქვი, არ გვინ­და ეს ამ­ბა­ვი, რაც შე­იძ­ლე­ბა ღირ­სე­უ­ლად უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ. მას თუ რა­მის კე­თე­ბა უნდა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ჩრდილ­ში არ შე­იძ­ლე­ბა? კი, ბა­ტო­ნო, ვა­დამ­დე­ლი არჩვე­ნე­ბის გამო დავ­დე­ქით ერ­თად, მაგ­რამ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ცოტა სხვა ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მო­ჩინ­და, ცოტა მეტი-მეტი მო­ინ­დო­მა და უკაც­რა­ვად, ახლა… 2 წე­ლია შე­მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ასეთ რა­ღა­ცე­ებს, არა­ვის ვათ­ქმე­ვი­ნებ, რომ ამ ტი­პის რა­ღა­ცე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ.

– ხომ არ აპი­რებთ ამ შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო გა­ე­რი­დოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას?

– არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ გა­ვე­რი­დო ამ სიმ­წრით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას, ვის­თვი­საც ბევ­რი ვიშ­რო­მე. მე ვთქვი, რომ ამ ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ეს ქალ­ბა­ტო­ნი იყოს, მაგ­რამ რო­დე­საც ბრძო­ლა უკვე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მი­დის, დიდი ბო­დი­ში, რა. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ჩა­ა­ტა­რა რე­ფე­რენ­დუ­მი და ამის შემ­დეგ წლე­ბია უკვე ამ ვექ­ტორს სჯის და არ აძ­ლევს ხმას. მეტი რა ქნას ხალ­ხმა? ოპო­ზი­ცი­ას რა უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ ხალ­ხის მიერ გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ვექ­ტო­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მე­ბი გა­ვა­ცო­ცხლოთ?

– ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა რომ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს ოპო­ზი­ცი­ას და რომ აღარ მიჰ­ყვე­ბა მას, იქ­ნებ ისაა პრობ­ლე­მა, რომ მო­ბეზ­რდათ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი. თქვენც აღ­ნიშ­ნეთ, რომ ამის მი­ზე­ზი ბურ­ჯა­ნა­ძე, ბო­კე­რია და სხვე­ბი არი­ა­ნო და ისი­ნი ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ებ­საც კი შე­ა­და­რეთ…

– დიახ, მეც ამას ვამ­ბობ. მო­ბეზ­რდათ ბო­კე­რია, რო­მელ­საც პარ­ტია აღარ აქვს და მან­და­ტიც კი ვერ აიღო, ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მელ­მაც გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­შიც კი ვერ აიღო მან­და­ტი, შემ­დეგ დათო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი… იმას არ ვამ­ბობ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ასაკ­ზე კი არ არის პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სი ნი­ჭი­ე­რი მა­ში­ნაა, როცა თა­ვი­სი ქვეყ­ნის ავან­გარ­დშია. მო­მი­ტე­ვონ, მაგ­რამ ამ დო­ნე­ზე გაც­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რე­ბა მო­ბეზ­რდა ხალ­ხს, რა ამ­ბა­ვია?! რას ჰქვია, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი არ არი­ან? მათ სიას მო­გაწ­ვდით… აქ იმა­ზე არაა სა­უ­ბა­რი, რომ ძვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ, მაგ­რამ პრინ­ცი­პულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში როცა შან­სი გქონ­და და ვერ თქვი არა, როცა შენ გა­მოგ­ცა­დეთ იმა­ვე ბი­უ­ჯე­ტი­სად­მი რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­და, როცა შე­გიძ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა ერთ ლა­რად წა­ი­ღო სახ­ლში, თან რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რით იარო, ნა­მე­ტა­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს შენ­გან ბო­დი­ში არ მო­უს­მე­ნია, სა­მა­გი­ე­როდ, კო­სა­ჩოვ­მა მო­ის­მი­ნა ბო­დი­ში, ამი­ტომ, როცა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა იწყე­ბა, უკაც­რა­ვად და, ნუ ავ­ზი­ლავთ და ავუ­რევთ მათ ერ­თმა­ნეთ­ში. ოპო­ზი­ცია ბო­ლომ­დე ერ­თად ვიქ­ნე­ბით და ცოტა რი­დით და ჩრდილ­შიც შე­იძ­ლე­ბა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.

– ოპო­ზი­ცი­ას მე­თო­დე­ბიც ხომ არ მო­უძ­ველ­და? 30 წე­ლია აქ­ცი­ე­ბი, კარ­ვე­ბი… 21-ე სა­უ­კუ­ნეა და იქ­ნებ, უპ­რი­ა­ნი იყოს პრო­ტეს­ტის ფორ­მე­ბიც შე­იც­ვა­ლოს…

– გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი ოპო­ზი­ცი­ას იმი­ტომ, რომ 30 წე­ლია რუ­სუ­ლი მარ­თვის ტი­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა და თუ შენ კარ­ვე­ბით და გა­რე­დან ის არ შე­ა­წუ­ხე, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი თუ არ მო­უ­წყვე და ასე­თი ბრძო­ლით თუ ყელ­ში არ ამო­უხ­ვე­დი, ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისე ვერ მო­ე­რე­ვი. ამი­ტომ ვე­თან­ხმე­ბი კარ­ვე­ბის სტილს, ამას სწო­რად ვა­კე­თებთ. ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხალ­ხის რის­ხვის გარ­და, არაფ­რის ეში­ნია, არა­ნა­ი­რი რიდი და მოკ­რძა­ლე­ბა არ აქვს და მათი ენა არ ეს­მის.

https://www.ambebi.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share