სკოლებში ონლაინსწავლების მიუხედავად საგაზაფხულო არდადეგები ჩვეულებრივ დროს დაიწყება.
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა.
როგორც Dianews-ს განათლების სამინისტროში უთხრეს, უქმე დღეები სააღდგომოდაც გავრცელდება სკოლებზე.
აღდგომის პერიოდში სკოლები 30 აპრლისა და 3 მაისს დაისვენებენ.
ჩვეულ რეჟიმში, 20 მაისს სწავლას დაასრულებს მე-12 კლასი,
27 მაისს პირველკლასელები, ხოლო 15 ივნისს ყველა სხვა კლასის მოსწავლე.