„რაფერი ცაია თუ იცი გურიაში“?!-მარიამ ბაქანიძის პოეტური აღმართები და „დაბადება“

მე უბრალო, მაგრამ ძალიან ტკბილი ფესვების მემკვიდრე ვარ. ისეთივე ურჩი და შეუპოვარია ჩემი კალამი, როგორიც გურიააჭარის მთები’-ეუბნება ‘გურიის მოამბეს“ მარიამ ბაქანიძე, გურიაზე, მის მშობლიურ  ფესვებზე უზომოდ შეყვარებული პოეტი, რომლის პოეზიის დიდი ნაწილი სწორედ კუთხური კილოკავითაა გაჯერებული.

როგორ გულს ატარებს, რა სიხარულებით, ტკივილებით, გრძნობებითა და განცდებით სუნთქავს მისი პოეზია და რა სიმაღლისაა სიყვარული, რომლითაც ის ცხოვრობს, გამორჩული კალმით ცნობილ პოეტთან ჩაწერილი ინტერვიუდან უფრო მეტს შეიტყობთ…  

თეა იოსელიანი

როდის დაიბადა თქვენში პოეტი, როცა უკვე კალმით გულის სიღრმიდან სულის გამოფენა დაიწყეთ?

ჩემში პოეტი ზუსტად მაშინ დაიბადა ,როცა მთელი არსებით შევიმეცნე სულის უკვდავება.. და რაკი ამაში დავრწმუნდი ე.ი.რომ აცოცხლო უნდა კვებო..და რომ კვებო უნდა მოიპოვო და მიაწოდო საკვები. გული როგორი ღრმაც არ უნდა იყოს ,თიხის ნაგლეჯია მაინც თუ სული არ მოაცვი დამთავრდება და თან გაგიყოლებს .მე. ” კვერთხად” კალამი მომანიშნეს და ასე დაიწყო ჩემი პოეტური აღმართი.

  ვინ არის, საიდან მოდის, როგორ გულს ატარებს მარიამ ბაქანიძე?

მე უბრალო მაგრამ ძალიან ტკბილი ფესვების მემკვიდრე ვარ.. .მოვდივარ ლაღი ბავშვობიდან,რომელიც დღემდე მომყვება და რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. მე ასე მწამს:. იბადები უცოდველი და სწორედ სიბერის ჟამს უნდა შესძლო მეორედ დაბადება !დაბადება რომელიც გაცილებით დიდია!. მრავალსაცდურ გამოვლილი გული უნდა მიამსგავსო ახალშობილებას.

 რაფერი ცაია თუ იცი გურიაში“, არისყოლისფერი სხვა ფერი“?

“ისე დაჭიხვინებს ცაი გურიაში,პირში ჩამასკტაო ელვა გეგონება”. აი ზუსტად ამფერია ჩემი გიჟმაჟი გურია! მართლა ყველაფერი სხვაფერი იცის ჩემს გურიაში. ყოლიფერი რაცხა სხვაფერათაა შემარილებული. მარტო ჩემს გურიაში მინახავს თავზე ბაბუის ყაბალახ წამოფარებული ” მთვარე” და ბებიეს ჩითის კაბის კალთაში ჩაგორებული “მზე”

 რატომ გურული კილოკავით? ალბათ მხოლოდ არა იმისთვის, რომ პოეზიით ამოიცნონ თქვენი გურულობა?

“წინაპრის ხსოვნა უფლის ნიშია. ქვაკუთხედია აღმავალ გზაზე. ხე -კენწერონდე ფესვის შვილია , თუნდაც სხვადასხვა მაკრატლით სხლავდნენ.” მიყვარს ყველაფერი რაც ფესვიდან საწყისობს!

 როგორია დღეს პოეტის ცხოვრება საქართველოში, ქვეყანაში სადაც გამორჩეულებს დიდად ვერ გუობენ?

ძალიან რთულია და სახიფათოც რადგან მხოლოდ ქართველს შეუძლია ძლიერის მიჩქმალვით გაამყაროს საკუთარი სისუსტე!. მხოლოდ ქართველი ვერ ეგუება ჩრდილს,რომელსაც თავისი აზრით მასზე ძლიერი მიაფენს ! მხოლოდ ქართველს შეუძლია არა თუ დაეხმაროს და წარმოაჩინოს ძლიერი არამედ ხელი შეუშალოს მათ ვინც ამას ცდილობს! მიუხედავად ყველაფრისა ,სულით ხორცამდე მიყვარს ჩემი ერი

უსიყვარულოდ ვერ მიწვდები მზეს თიბათვისას“… რა სიმაღლისაა სიყვარული, რა შესაძლებლობის?

სიყვარული სულია!. მეკლდეური უნდა იყო რომ მისწვდე და ფუტკარივით მზრუნველ რომ მოიპოვო. წრფელ სიყვარულზე გადის ადამიანობა ,რომელსაც განღმრთობა მდე მიჰყავხარ.

რას გვეუბნება თქვენი პოეზია, რა სიხარულებით, ტკივილებით, გრძნობებითა და განცდებით სუნთქავს?

ჩემი პოეზია ამბობს რომ ქართველობა მისიაა,რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს!. მტკივა- უქართველებობისთვის გამეტებული საქართველო. განვიცდი- იმას რომ ეროვნული განწყობის ჩაქოლვაა მტრის სამიზნე და კარგადაც გამოსდით..მაგრამ დროებით! ვგრძნობ- უფლის ძლიერ ხელს ჩემი ერის ვერ ჩასაქრობად გამოწვდილს. და მიუხედავად სირთულეებისა მიხარია ჩემი “იობის საცდელში”ძვლებ მტკივანი ქართველობა! რამეთუ მწამს -საკვირველ იქნება ძლევა!

საით მივდივართ , სად მივექანებით, რა ტკივილით ცხოვრობს დღეს ჩვენი საქართველო?

უფსკრულთან ვდგავართ! საცაა გადავიჩეხებით მაგრამ ნაცვლად იმისა რომ ერთმანეთს ხელი შევაშველოთ …… საუბედუროდ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ყველა გვიყვარდეს გარდა ერთმანეთისა! …

და ბოლოს!. ისეთივე ურჩი და შეუპოვარია ჩემი კალამი, როგორიც გურია-აჭარის მთები. ისეთივე ონავარი და ხალასი როგორიც ის პატარა კიკინებიანი გოგონა რომელიც დარბოდა კინტრიშის პირას და თხინვალის მთაგორიან შუკებში…. დასდევდნენ არაქათ გამოცლილი ბებიები ხან ქოქოლით და ხანაც ლოცვა კურთხევით.

მემარიამ ბაქანიძე როგორც პოეტი!

ფოტოს გახსნა

დავიბადე 1970 წლის 7 ნოემბერს აჭარაში .ქობულეთში (დედულეთში).გავიზარდე ოზურგეთის ონ სოფ.თხინვალში,ტრადიციულ ქართულ ოჯახში.

დავამთავრე ამავე სოფლის რვა წლედი (მაშინ ასე იყო) და სწავლა გავაგრძელე სოფ.მერიის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრებისთანავე 1987 წელს გავხდი თბილისის N -1 სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი იმ მიზნით რომ ერთი ფრიადით შედარებით მარტივად სწავლა გამეგრძელებინა სამედიცინო ინსტიტუტში მაგრამ……. მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე მეც ძალიან ახალგაზრდამ შევქმენი ოჯახი. 24 წლის უკვე ოთხი შვილის დედა ვიყავი,გამომდინარე აქედან მომიხდა მოცემულობების პირისპირ გადამეხარისხებია ჩემი მიზნები,რაღაც გადაიწია უკან ,რაღაც წამოვიდა წინ და რაღაც საერთოდ ჩავდე კარადის უჯრაში და ჩავკეტე. მოგვიანებით სწავლა გავაგრძელე მაგრამ არა ისე როგორც ვგეგმავდი. მე ვიყავი ოთხი ანგელოზის ახალგაზრდა დედა და ! პირველი ლექსი რვა წლისამ დავწერე და როგორც მახსოვს თემა მაშინაც პატრიოტული იყო. რათქმაუნდა არ დამიჯერეს და ამაზე ბევრი მანერვიულეს . რაა რომ ჯერ შენ ვერ დაწერდი ასე ,ალბათ გადმოიწერე სადღაციდან და სხვისი ნაშრომის მითვისება თუნდაც ხუმრობით უპატიებელი საქციელიაო. მერე მამიდამ (ლამარა ბაქანიძემ) დამსვა და ასეთი რაღაც მითხრა;ჯერ ადრეა. ჯერ ძალიან ბევრი უნდა წაიკითხო რომ რაიმე ღირებული შექმნაო. მე თვალი გავაპარე მაგიდაზე დადებულ წიგნს და ვიფიქრე ჯერ ეს ერთი რომ წავიკითხო ალბად წელიწადს მოვანდომებ ასე თითის გაყოლებით და თუ სანამ ბევრს არ წავიკითხავ არაღიარებული იქნება ჩემი ნაწერი რა აზრი ააქვსთქო. მოკლედ გავჩერდი. ათასში ერთხელ მივაწერდი რაღაცას ნაგლეჯ ფურცელზე და იკარგებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ ერთი მშვენიერი ღამის გამთენიისას ავდექი,ავიღე საწერ კალამი, სრულიად უბრალო რვეული და დავაწერე ! და ამ დაბადებით დავიბადე მემარიამ ბაქანიძე როგორც პოეტი! ლექსი მთავრდება ასე… “ბოლოჟამს მხიბლავს ეს უკვდავება! უკვე მეორედ დაბადებული!”

დღესდღეისობით ვცხოვრობ .თბილისში. მყავს მეუღლე გურამ ლაბაძე და შვილები;.. ლიკა,ნუგო ,ნინო და ვეკო ლაბაძეები. ნინო და ვეკო ტყუპები არიან. ყველაზე დიდი და ღირებული რაც ამ ოცდაცამეტ წლიანმამარათონმამე და ჩემს მეუღლეს დაგვიტოვა ეს ჩვენი ოთხი შვილი და შვიდი შვილიშვილია.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის რის ღირსადაც ჩამთვალა. ხშირად ვბუდბუტებ ჩემთვის .. “ნაბიჯები ჩემი ,იყოს ნება შენი უფალო! უფალმა უწყის გზანი კაცთა და კათცთათვის შეუცნობია ზრახვანი უფლისანი. და რატომ ვამბობ ამას;.მე დარწმუნებული ვარ რომუჯრაში ჩაკეტილიჩემი მიზნები აქ უნდა აღმოცენებულიყო. ალბათ ჩემი დასახული მიზანი რაღაც დოზით ხელს შეუშლიდა ჩემს დღევანდელობას. მადლობა უფალო! და მაპატიე გაუაზრებელი გულისწყვეტა!

 

ფოტოს გახსნა

კრიმანჭული გურიაა ძამა

კ–ისერში რომ ამოგსტობა სული,

რ-აფერ გინდა არ გუუშვა მაღლა.

ი–ყივლებს და წამოყობა გულიც,

მ–იფრინავს და არც კაცს ტიეფს დაბლა.

ა–მუუშობ,? ეიანცებს ცაზე,

ნ–უ იტყვი და წამწამს უთლის ვარსკვლავს.

ჭ–იკჭიკი თუ ჟღურტულია ამფერ.

უ-ი ნენა….გააჟრჟოლეფს მკტარსაც.

ლ–აპარიკი თავს ჩაქინდრავს ყორყში,

ი–მფერ ყივლის დაა თენებს ენა.

გ–ურიების სანაშენე ჯიში,

უ–წინც ქი ვთქვი არ მოშალოს ზენამ.

რ–აფერ უნდა ჩაგეტიოს სისხლში..

ი–რიახო,რიმტირი და რერო,

ა–კაცი-ის აპრილიან სულში,

ა–რ იქნება რომ არ წუუმღერო.

ძ–მაი თუ ხარ არ გუუშვა ხელი,

ა–მდენ” ღორღში” “მარგალიტს” რომ ნახავ.

მ–ეიძიე? მუაშორე მტ(ვ)ერი.

ა–რ დატიო შენი წილი სხვაგან .

 

მარიამ ბაქანიძე

ეე .. სათოვლეთაა ცაი ხაზირი და..

აღარ აპრინჭილდეს ნეტა.

თოვლი ბიდგირაა წვიმას მოყოლილი,

ტალახში წობა და კტება.

თლა იმფერათაა ცაი დაშობილი,

ცხვირთან მომიქნია თეძო,

ინდოურებივით ჩინჩახვდაბერილი,

ღრუბლებით სავსეა ეზო.

აი ელვა კიდო მაღლა აშობილი,

თხასავით გიპეტელებს ყურში.

მაი კი აფერი.. მორცხვათ მაინც ჩივა,

ცხენივით ხვიხვინობდა გუშინ.

აი ქარი კიდო ზამთარს აყოლილი,

მოფორთხიალდა და გაშპა,

დათრეული ყავდა გუშხამ ნაძვი ქოჩრით…

სანამ არ გაპუტა არ ქნა. .

რა მუუსიანთებს არ კაცმა არ იცის,

ღრუბელს არ უცვალოს პირი,

თლა სათოვლეთაა ცაი ხაზირი და..

მთვარემ მიიფარა ნისლი.

ფეხი თუ მუუცდა ერთხანს ქი იქნება,

წუღებს მიაფარებს დეზებს,

ნაძვის კენწეროებს რავა დაჯერდება?

ჭიშკარს წაადგება ყელზე.

იცრიალებს თვარა მზეი გამოჩთება,

ცახოც მოკონილი შუბლზე,

ფუხარს იმისანა ცეცხლი ეფერება,

ქი სკტება ალბათ გულზე.

ასე სხვაფერ იცის რაცხა ყოლიფერი,

ფიქრიც,პრინჭილიც და კრეჭვაც,

გადელებულია აი დეკემბერი.

მართლა გურულია ნეტა?

გურიაში ყოლიფერი სხვაფერია

 გურიაში ყოლიფერი სხვაფერია, დეკემბერიც მისებურად დგება,

ცაი ოდას დამხობილი რაფერია? ფუტიც კიდო თავზე დაგახტება.

დარბის ქარი გადეიწვენს ხეებს მკლავზე, გულწასულის იერი აქ ეზოს.

ფოსტლები რომ დამიტიეთ გუშხამ ღჯაზე, ვეძებე და ხურმის ძირში ეგდო.

მოვრბოდი და დამეწია გობი გზაში, გიდელს თავი თივის ზვინზე ედო,

სულიერი თუ უსულო მორბის სახში ყველას უნდა მისი წილი ერდო

ალა ძაღლსაც ვერ აკადრებს – გაი კარში! რუხ შუბაში აკანკალებს მთვარეს,.

თუ შემოყო თავი ოდის “აკოშკაში,” ლახანკისკენ გააპარეფს თვალებს.

დეკემბერა მზეიც რაცხა იმფერია, “ლამპოჩკაში “ეტევაო თითქოს,

-შემომიშვით! ფუხრის თავზე შემოვჯდები ახლა აქით გამათფეთო ითხოვს.

ქარი ისე შემოაბდღნის ოდას კარებს,. სტუმარივით მობძანდიო ეტყვი,

რაც გარედან ვერ დააკლო საწყალ ფარდებს, ჩამობდღნა და დაახვია რეტი.

კენკავს წვიმას თმაჭაღარა დეკემბერი,.

გაყინავს და ამოავლებს ჯანჯუხებს, შემოკიდებს ყველგან საცხა წეეწევა,

გეიარს და სხვაი სულ არ აწუხებს. წარბშეკრული იმზირება დღე და ღამე.

მარა….. ღაწვზე ჩამოჟონავს სიცილი,

უყვარს ქარის გაწეწილი ეტიუდი და ფიფქებთან სონატების ღიღინი.

გურიაში ყოლიფერი სხვა ფერია, დეკემბერიც მისებურად დგება ..

დედამიწა ტრიალობსო ხომ ჩივიან? ხოდა ჩვენს ქი გვატრიალებს ნენა

გურული იავნანა

ეიანცე ყოლისფერი , ქლა დეიმხე ჭერი.

დამაყურე ჩემო ბიჭო შენ გულიზე ვმღერი.

ყვაჭიჭები ყაპ-ყაპებენ,მზეი წობა ზღვაში.

შენ თვალები დაგიშტიმავს,რაფერც ცინტალს ნავში.

წინწკატელა ბაღანა ხარ, არ ეშობი იალონს.

დეიძინე ბებოს ბიჭო, შენდა ღამეც მზიანობს.

შემეიბდღნის გულზე ფოლაქს , ცაი მთვარის ნაქონი.

გაათენებს მზე დიდგულა ბნელს,ვარსკვლავად დაფოთლილს.

პწკალა-პწკალა ადის ფუტი, შენი ფუხრის ყურიდან.

გაკუჭება იმფერ იცი მოშლიგინებ გულიდან.

დეიძინე ჩემო ბიჭო, ანგელოზი დაგხარის…

ცაზე შენდა კორწიალობს ცისარტყელის გამაკი.

ბებოს სულის არჩივიხარ. ბაბუს თბილი ღადარი.

დედის სიცოცხლის ბოლი ხარ, მამის ფესვი ახალი.

ეიანცე ყოლისფერი, თლა დეიმხვე ჭერი,

დამაყურე ჩემო ბიჭო შენ გულიზე ვმღერი.

 

 მარიამ ბაქანიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share