მაისმა თავი შეგვახსენა, ეს ხომ შენი თვე იყო, სიხარულის, ბედნიერების და ჩვენი თავშეყრის, ჩვენო ეთერი.
მოხდა ისე, რომ სამეზობლო, სამეგობრო, ისევ მოვალთ შენთან, მაგრამ არ დაგვხვდება გულღია მასპინძელი შენი სახით. ბევრი დაგვიტოვე მოსაგონარი, რომელსაც ქალური ღირსებით ატარებდი, როგორც დედა, მეუღლე, ბებია, მეგობარი. ღმერთს ებარებოდეს შენი სპეტაკი სული.
მზევინარი, ლალი, დიანა, ნელი, მადონა.