„გურია“- „მზის-შვილი“ სიტყვა „გურია“-ს ნიკო მარისეული განმარტება
გურიის მხარის დასახლება – გურია (Guria), იყოფა შემდეგ ნაწილებად – გურ+ი+ა (Gur-i+a); როგორც დაბოლავება – ია (ia), ისე საწყისი ელემენტი – გურ (Gur) მეგრულ-ლაზური წარმომავლობისაა, რაც საერთო მასალებზე დაყრდნობით დამტკიცებულია ნ. ი. მარის მიერ. რომელმაც დაადგინა რომ „გურ“ (Gur) (Gar→Qar-ϑu-el) ადრე ნიშნავდა „ცას“ „მზეს“, ხოლო – „ია“ (ia) „შვილი“. მარი წერს „ქართულში, დაბოლავებათა შორის შეკვეცილი ან მოფერებითია – ი+ა (i+a) უკვე განმარტებულ ისტორიაში, ამასთანავე დაბოლავება – ია (i+a) ქართულში შემოტანილია შიშინა ენების ჯგუფიდან მეგრულიდან და ჭანურიდან“. ამ დაბოლავებას აქვს მისი ორეული უ+ა (u+a), რომელიც ნიშნავს „ვაჟიშვილს“. სიტყვა გურია-ს შიშინა წარმომავლობასთან დაკავშირებით ნ. ი. მარი არაერთჯერ უთითებდა.
პირველი ელემენტის „გურ“ (gur), სპირანტული გახმოვანებით „გერ“ (ger), გვხვდება მეგრელების მიერ თავიანთი ქვეყნის დასახელებაში – E-ger → Е-gr-i-si (← E-geri+si), თანამედროვე „სა-მარ-გალ-ო“ (sa-mar-gal-o) – სამეგრელო, მ+ა-რ-გალ-ი (m+a-r-gal-i) – მეგრელი, (← *m+a-ga/er-al);
სისინა გახმოვანებით – გარ (gar) (o ⟷ u|| a,g → q) იძლევა ქართველების თვითსახელს „ქარ-თუ-ელ“ (Qar-ϑu-el); ამ სახით ნათელია, რომ სიტყვა გურ-ი+ა (Gur-i+a) ლაზურ-მეგრული წარმოშობისაა და ამ შემთხვევაში მე არ მჭირდება მივუთითო ამ სიტყვის უფრო შორეული კავშირი სხვა ქვეყნების და ხალხების დასახელებებთან, რადგანაც ეს უკვე დაამტკიცა თვით ენის შესახებ ახალი სწავლების ფუძემდებელმა ნ. ი. მარმა.
ჯერ კიდევ არ იყო გამომუშავებული ენის პალეონთოლოგიური ანალიზი, როცა ნ. ი. მარმა სიტყვა „გურ-ი+ა“ (Gur-i+a) „გურ“ (Gur) შეუპირისპირა „სა-მ+ე-გ ⎾ე ⏋რ-ელ“-ოს (sa-m+e-g⎾e⏋r-el-o); „ფუძე“ გურ (Gur), აღდგენილ ფორმაში გვერ (gver): შემდეგი გზით – ve ︸ o ⟷ u, მას მიაჩნდა ნაირსახეობად გურ (gur), ამ მოსაზრებას იზიარებდა ი. ყიფშიძე და ი. ა. ჯავახიშვილი.
დასახლება „გურია“-ს აქვს რამდენიმე პარალელი გურიაში, მაგალითად გურიანთა (Gurianϑa) სოფელი ხვარბეთის ჩრდილოეთით, გურის-ტბა (Guris-Tba) დაბლაციხეში, მდინარე სუფსის შეგუბება.
ბოლოს შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ ნ. ი. მარი არამარტო დასახელება „გურია“-ს უკავშირებდა სამეგრელოს, არამედ თავად გურიის მოსახლეობასაც. ის ამბობდა: „უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გურია წარმოადგენს ამოჭრილ ნაჭერს ტერიტორიიდან, რომელიც დასახლებულია მეგრელებით და ჭანებით ანუ შიშინა ენების ჯგუფის მქონე ხალხებით“.
ნაწყვეტი ნაშრომიდან – „ЛАЗСКИЙ И МЕГРЕЛЬСКИЙ СЛОИ В ГУРИЙСКОМ“ И. В. Мегрелидзе 1938
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
მსგავსი სტატიები
- 77
ბახვის ვენახის კულტურა წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს. I ქუთაისის…
- 72
თედო სახოკია - მგზავრის წერილები VIIსოფელი ეწერი და რუსები გურიაში უნუგეშო მომავალი. - სახელმწიფო ბანკი. - ჩვენთა თავად-ზნაურთა მოსალოდნელი უმამულობა. - ჩვენი უზრუნველობა მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის. - რისი პატრონია დღეს გურული გლეხი? რის პატრონი იქნება? - სად უნდა გადასახლდეს გურული? ვინაობა ეწერლებისა. - მათი ძალა და უნარი. - მათი…
- 70
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში; როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში. (დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. 4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის…
- 67
ზოგადი საკითხები: გურიის მხარეს უკავია ოზურგეთის მაზრა, ადრინდელი გურია, რომელიც მოიცავს 1928 კვადრატულ ვერსტს ფართობს და 59080 მცხოვრებს ანუ 30 მცხოვრებს კვადრატულ ვერსტზე, სამხრეთით ახალციხე-აჭარის ქედით გამოყოფილია თურქეთისაგან; გურიის ტყიანი მხარე გამოუსადეგარია მეღვინეობისათვის, ისევე როგორც მაზრის ჭაობიანი ჩრდილო დასავლეთი ნაწილი, რომელიც გადაშლილია მდინარე პიჩორიდან რიონის დაბლობისა და პალიასტომის ტბისაკენ. ვაზისათვის…