სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისთვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.
“ჩემი მხრიდან არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისთვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებია. დაე, მათ ეწყინოთ და დაე, გვისაყვედურონ. რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული. მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი სწორედ 2013 წლიდან მოგროვდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგვისტოს ომზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავენ.