ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები – მონა ლიზა

დღეს ვისაუბრებთ ნახატზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ შედევრებს შორისაა მოხვედრილი. ამ საინტერესო ნახატში უამრავი საიდუმლოება იმალება. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ ამ საიდუმლოებების ამოხსნას, თუმცა ზუსტ დასკვნამდე ჯერ ვერ მივიდნენ და ალბათ ვერც მივლენ. ვნახოთ უფრო დეტალურად…დღეს ვისაუბრებთ ნახატზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ შედევრებს შორისაა მოხვედრილი. ამ საინტერესო ნახატში უამრავი საიდუმლოება იმალება. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ ამ საიდუმლოებების ამოხსნას, თუმცა ზუსტ დასკვნამდე ჯერ ვერ მივიდნენ და ალბათ ვერც მივლენ. ვნახოთ უფრო დეტალურად…

image

მონა ლიზა- ავტორი: ლეონარდო და ვინჩი

image

მონა ლიზა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ნახატად ითვლება, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაინც საკამათო ნახატია ისტორიაში. ნახატი დახატა ცნობილმა მეცნიერმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი.

 

ნახატის დამზადება დაიწყო 1503-1504 წლებში, დასრულებისთვის 4 წელიწადი გახდა საჭირო, თუმცა ზოგიერთების აზრით ნახატი სრულად არ არის დასრულებული. მონა ლიზას პორტრეტი დიდ საიდუმლოს ინახავს. ზოგადად ყველამ იცის მის შესახებ, რომ აღორძინების ეპოქაშია დახატული და მიიჩნევა, რომ ის ლიზა დელ ჯოკონდოს (ფრანცისკო დელ ჯოკონდოს მეუღლის) პორტრეტია. თუმცა ეს ძალიან მცირედი ინფორმაციაა, მოდით ვნახოთ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერების გამოკვლევების შედეგად მიღებული სხვადასხვა აზრი, ნახატის საიდუმლოების შესახებ:

 

პირველი თეორია: მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის და ვინჩის დედა – კატსიე ბუტი დელ ვაკა… ვარაუდობენ, რომ და ვინჩის ეს ნახატი დედის სიყვარულმა დაახატინა, აქედან გამომდინარე ამ ნახატშიც ქალბატონი დელ ვაკა უნდა იყოს გამოსახული.

 

მეორე თეორია: იცინის თუ შეწუხებულია? – ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს, თუმცა ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მონა ლიზა 83% ბედნიერია და იღიმის, 6% შიშობს, 9 % ზიზღი აქვს, ხოლო 1% გაბრაზებულია. ეს კვლევა უმაღლესი ტექნოლოგიებით და ჭკვიანი კომპიუტერების გამოყენებით განხორციელდა.

 

მესამე თეორია: მეცნიერთა ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ მონა ლიზა არც დამწუხრებულია, არც იცინის და არც რაიმეზე ღელავს. ისინი თვლიან, რომ ნახატში გამოსახულია დედა, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა.

 

მეოთხე თეორია: რა საიდუმლოს მალავს ნახატის თვალები? – ჭკვიანი კომპიუტერის საშუალებით აღმოჩნდა, რომ მარჯვენა თვალში “l” და “v”, ხოლო მარცხენა თვალში “c” ve “b” ასოებია გამოსახული, რაც ლეონარდოს სახელთან ასოცირდება(“l” და “v”).

 

მეხუთე თეორია: უკანა ფონი – იტალიერი ისტორიკოსის კარლა გლორის აზრით, ეს არის პონტე გობოს ან პონტე ვექიოს ხიდი. ეს უკანასკნელი იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ პიაჩენცასთან მდებარე სოფელ ბობიოშია. კარლა ამტკიცებს, რომ საიდუმლო ხიდზეა დამალული. ციფრი 72, რომელიც ასევე ჭკვიან კომპიუტერმა დაადასტურა, რომ სურათზეა ასახული, 1472 წლის დიდ წყალდიდობასთანაა ასოცირებული.

 

ყველა ამ თეორიაზე ძლიერი და ხელჩასაჭიდი კიდევ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევაა- რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ადამიანი როგორ განწყობაზეცაა, მასე ხედავს მონა ლიზას.

image

http://intermedia.ge/

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share