ყირიმის ომი 1853 წელს 11 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს დაესხა თურქები რუსულ საგუშაგოებს დუნაის შესართავთან. რამდენიმე დღის შემდეგ 15-16 ოქტომბრის ღამეს, თურქების ხუთი ბატალიონი დაახლოებით 5000 ჯარისკაცი ჩურუკსუელი (ქობულეთი) ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით თავს დაესხა შეკვეთილში მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის ფორტს.
ფორტს იცავდა კაპიტან შერჩაკოვის ორი რუსული ასეული და გურიის მილიცია 345 კაცის შემადგენლობით გიორგი გურიელის მეთაურობით, სულ 500 კაცი. ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და დამთავრდა 16 ოქტომბრის დილას თურქების გამარჯვებით. რუსეთის არმიის და ქართული მილიციის დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 100 მებრძოლი, მათ შორის დაიღუპა კაპიტანი შერჩაკოვი და გიორგი გურიელი, ტყვედ ჩავარდა 80 ჯარისკაცი. ოსმალთა დანაკარგებმა შეადგინა 32 მოკლული და 59 დაჭრილი.
16 ოქტომბერს, ფორტის დაკარგვის შესახებ არაფერი არ იცოდნენ რუსული მხარის წარმომადგენლებმა.
18 ოქტომბერს ფორტის გარნიზონის გასაძლიერებლად რუსებმა ორი ასეული და თბომავალი ფრეგატი ,,კოლხიდა,, გაგზავნა შეკვეთილში.
ფრეგატი დანიშნულების ადგილზე 20 ოქტობერს ადრე დილით მივიდა, ვინაიდან რუსებმა ფორტის დაკარგვის შესახებ არაფერი არ იცოდნენ პირდაპირ ნავმისადგომისკენ წავიდნენ. ასეთი ზომის გემი შეკვეთილის ნავმისადგომზე მანამდე ნამყოფი არ იყო და რუსებმაც არ გაითვალისწინეს წყლის სიღრმე და ფრეგატი ქიმით ქვიშაზე – ნაპირიდან 150 მეტრის მოშორებით, პირდაპირ თურქული სანაპირო არტილერიის პირისპირ დაჯდა.
სრულიად მოულოდნელად გამოჩენილ უმოძრაო ფრეგატს თურქების არტილერია სამი საათის განმალობაში უმოწყალოდ ბომბავდა. რუსებმა საპასუხი ცეცხლის გახსნა მხოლოდ თოფებიდან შეძლეს რადგანაც ფრეგატს ქიმზე ზარბაზნები არ ჰქონდა. რუსული წყაროების მიხედვით თურქული არტილერიის სამსაათიანი ცეცხლის შედეგად ფრეგატმა კორპუსის წყლისზედა ნაწილზე 120 ნახვრეტი მიიღო. რუსები გემის მეჩეჩიდან მოსასხნელად იძულებულნი გახდნენ ბორტიდან გადაეყარათ ღუზა, ჯაჭვები, ნახშირი და ასევე მოეჭრათ და ბორტიდან გადაეგდოთ ქიმის ანძა, რის შემდეგაც მოახერხეს ფრეგატის ზღვაში გაყვანა, ბრძოლის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, დაზიანებულმა ფრეგატმა ძვლივს მიაღწია სოხუმამდე.
მსგავსი სტატიები
- 100
ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე 1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
- 100
ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში; როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში. (დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. 4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის…
- 100
გაზეთ კავკაზის ჟურნალისტმა ნიკოლოზ დუნკელ-ველინგმა (ვენგერი) გურიაში სავარაუდოდ იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი „კავკაზი“ კავკასიის სამხედრო ტიპოგრაფიული განყოფილების გამოცემა გახლდათ და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარია. მისი დანიშნულება გახლდათ კავკასიაში მყოფი რუსული სამხედრო ელიტის ინფორმირება. წერილები გაზეთ კავკასის 1853-54 წლების ხუთ ნომერში გამოქვეყნდა, აქედან ოთხი…
- 98
თედორობა თედორე საქართველოში წარმართობისას გავრცელებული რწმენით იყო მფრაველი და შემწე გლეხობისა, ამიტომაც მას ხალხი დიდ პატივს მიაგებდა, მას მოიხსენიებდნენ როგორც "დიდ მშრომელ მიწათმოქმედს" და ასევე როგორც "დიდ ბატონს". ასევე იგი ითვლებოდა შინაური ცხოველების განსაკუთრებით კი ცხენების მფარველად, წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის პერიოდში ძველი კულტები ახალ, თანამოსახელე ქრისტიანულ წმინდანებთან დააკავშირეს და ხალხმა…