როგორ მოკლეს პუზირევსკი შემოქმედში და შემდეგ როგორ გაუსწორდა რუსული ჯარი სოფელ შემოქმედს.
1819-1820 წლის გურია-იმერეთის საეკლესიო აჯანყება.
რუსეთის ცარიზმი აღმოსავლეთ საქართველოს შეერთების შემდეგ კიდევ ათიოდე წილი ურიგდებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. 1811 წელს რუსულმა მმართველობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. კათალიკოსი ანტონ მეორე გადააყენეს და რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს ეკლესიის განმგებლობა რუსეთის სინოდმა ეგზარქოსს მიანდო. პირველ ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დაინიშნა.
1815 წელს რუსეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. ეგზარქოსმა ვარლამმა აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო რეფორმის გატარება. მან იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს მღვდელთმთავრებს მოსთხოვა ცნობები საეკლესიო ყმა-მამულესბი რაოდენობისა და შემოსავალის შესახებ. მაგრამ მიტროპოლიტები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ მოთხოვნას და ყველანაირი ხერხით აჭიანურებდნენ ცნობების წარდგენას.
რუსულმა ხელისუფლებამ ვარლამი გაუბედავი მოქმედებისთვის გადააყენა და მის ნაცვლად თეოფილაქტე რუსანოვი დასვა ეგზარქოსად. თეოფილაქტე არ იცნობდა ქართულ ეკლესიას და დაუყოვებლივ შეუდგა ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნას. ახალმა ეგზერქოსმა სიონის ტაძარში რუსული ღვთისმსახურება შემოიღო და დაიწყო ეკლესიის რეორგანიზაცია.
1818 წელს ეგზარქოსმა სინოდში წარადგინა თავისი წინადადება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში სამის ნაცვლად ერთი ეპარქიის დატოვებას ითვალისწინებდა, გაერთიანებულ ეპარქიას სათავეში ჩაუდგებოდა თვით ეგზარქოსი. თეოფილაქტე რუსანოვი იმერეთისთვის საკმაოდ თვლიდა აგრეთვე ერთ ეპარქიას არქიერის მეთაურობით, მისი აზრით გურიისა და სამეგრელოს გაერთიანება შეიძლებიდა ამ ეპარქიაში, მაგრამ სამთავროს არსებობის გამო შეიძლება შევურიგდეთ ორი ეპარქიის არსებობასო. სინოდალური კანტორის ნაცვლად უნდა შექმნილიყო ,,დიკასტერია“ საქართველო-იმერეთის ეკლესიის სამართავად.
თეოფილაქტე რუსანოვმა დააყენა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო მამულების ხაზინის განმგებლობაში გადასვლის საკითხი. რამაც საყოველტა უკმაყოფილება გამოიწვია. ეგზარქოსის განზრახვას წინ აღუდგა არამარტო სამღვდელოება არამედ დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობა. ხოლო იმის გამო, რომ ხაზინის საკუთრებაში საეკლესიო მამულების გადაცემის შემდეგ, იზრდებოდა საეკლესიო გლეხების გადასახადები, რეფორმას მტრულად შეხვდა გლეხობის საგრძნობი ნაწილიც.
1819 წლის მაისში თეოფილაქტე რუსანოვი პროკურორ ჭილაშვილის თანხლებით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა რეფორმის გატარებას. ეგზარქოსი შეუდგა ცნობების შეგროვებას გურია-იმერეთ-სამეგრელოს საეკლესიო ქონების შესახებ, მარგამ მყისვე წააწყდა ადგილობრივების წინააღმდეგობას, რომლებიც ეგზარქოსის მოხელეებს სოფლებში არ უშვებდნენ.
1819 წლის 2 ივლისს იმერეთის თავადზნაურობა და ხალხი რაჭველებს სწერდა საეკლესიო რეფორმის სიმძიმეების შესახებ. ასევე იმერლებმა სთხოვეს, რომ არასგზით არ დაეშვათ რაჭაში საეკლესიო ქონების აღწერა და მისი სინოდალური კანტორისათვის გადაცემა. ამ მოწოდებას მყისვე გამოეხმაურენ რაჭველები. დაიწყეს ეკლესიაში შეკრება და ერთსულოვან მოქმედებაზე ფიცის დადება. მალე მღელვარება გურია-სამეგრელოსაც მოედო.
მოსახლების ასეთმა გაერთიანებამ შეაშფოთა იმერეთის მმართველი და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ცნობა გაუგზავნა კავკასიის არმიის შტაბის უფროსს გენერალ ველიამინოვს, იმერეთის მმართველი კურნატოვსკი წერდა, რომ აჯანყება საყოველთაოა და რუსული მთავრობის მხარეს არავინ იჭერდა.
ველიამონოვმა ბრძანება გასცა საეკლესიო მამულების აღწერის შეწყვეტის თაობაზე, თანაც ეგზარქოსი თეოფილაქტე იმერეთიდან გამოიწვია. მიუხედავად ამისა მოსახლეობას მთავრობის კეთილგანწყობაში ეჭვი ეპარებოდა, ხალხის დაფიცება კვლავ გრძელდებოდა. თავადი, აზნაური, გლეხი და ბერი პირობას დებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთსულოვნად აჯანყდებოდნენ, რუსული მმართველობის წინააღმდეგ.
ველიამინოვმა და ერმოლოვმა ამ კრიტიკული სიტუაციდან თავის დაღწევის მიზნით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა თეოფილაქტე რუსანოვს დააკისრეს. სინამდვილეში კი აჯანყების მიზეზი არამარტო საეკლესიო რეფორმა არამედ იყო, იგი გამოიწვია რუსეთის ცარიზმის მთელმა პოლიტიკამ, მეფის მოხელეთა აღვირახსნილობა-განუკითხაობამ. სწორედ ამიტომ ექზარქოსის იმერეთიდან წასვლა და ველიამინოვის პროკლამაცია არასაკმარისი აღმოჩნდა აჯანყებულთათვის. აჯანყების მეთაურებმა აღმოსავლეთ საქართველოში მოციქულები გაგზავნეს, ამასთანავე იმერეთის მეფის შერჩევა გადაწყვიტეს. იმერეთის მმართველმა კურნატოვსკიმ კარგად გამოიცნო აჯანყებულთა მოჩვენებითი პასიურობის მიზეზი. იგი ველიამინოვს აცნობებდა, რომ იმერლლები რეპრესიებს ელოდებიან და მერე ერთდროულად დაეცემიან თავს გამაგრებულ პუნქტებს. ამიტომ იმერეთში დამატებითი ჯარების გამოგზავნა აუცილებელიაო.
იმერეთში ეკლესიის დამოუკიდებლობის დაწყებული აჯანყების მიზანი გაფართოვდა, აჯანყებულებმა დამოუკიდებლობის მოპოვება და იმერეთის სამეფოს აღდგენა დაისახეს მიზნად.
ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი იმერეთში დიდი სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომ აჯანყებულებმა ალექსანდრეზე შეარჩიეს მეფობის კანდიდატად. მასთან მოციქულები გაგზავნეს იმერეთის სამეფი ტახტი და აჯანყებულთა მეთაურობა შესთავაზეს. სამწუხაროდ ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ შეძლებდა იმერეთში გადასვლას, რადგან დიდი შანსი იყო, რომ ის რუსებს დაეჭირათ, ამიტომ უარი განაცხადა აჯანყების მეთაურობაზე.
დასავლეთ საქართველოში ეროვნული მოძრაობა მასობრივ ხასიათს იღებდა, რამაც ელმოროვი, ველიამინოვი და რუსი მოხელეები არაშფოთა. მათ გადაწყვიტეს დაესწროთ აჯანყებულებისათვის და პირველად დაეპატიმრებინათ აჯანყების მეთაურები. ველიამინოვმა იმერეთის მმართველ პუზირებსკის დაავალა გამოეყენებინა კაზაკთა ჯარები და ხელსაყრელ მომენტში დაეკავებინა: სოლომონ პირველის ქალიშვილი და ივანე აბაშიძის დედა დარეჯანი, მიტროპოლიტი ქუთათელი, მიტროპოლიტი გენათელი, არქიმანდრიტი გრიგოლი, მღვდელი გუგსაძე, ბეჟან წულუკიძე, ივანე აბაშიძე, პოლკოვნიკი სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე და გრიგოლ ჩხეიძე. დაკავებულები უნდა გადაეყვანათ ქართლში, საიდანაც მოზდოკში გადაასახლებდნენ.
1820 წლის 3 მარტს იმერეთის ახლად დანიშნულმა მმართველმა პუზირევსკიმ შეიბყრო, მიტროპოლიტები ეფვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი, ორივეს ჩამოაცვეს თავიდან წელამდე ტომრები, შეუკრეს ხელები, ხოლო ქუთათელი უმოწყალოდ სცემეს. მათთან ერთად ჯარის თანხლებით რუსეთში გაგზავნეს აჯანყების დაწყებაში ბრალდებული დარეჯან ბატონიშვილი, ივანე აბაშიძის დედა. გზად სურამთან ქუთათელი მიტროპოლიტი ტომარაში დაიხრჩო, მაგრამ ის მაინც მკვდარი წაიღეს და ანანურს დამარხეს, სხვათა შორის რუსები დოსითეოს ქუთათელის გვამის მდინარეში გადაგდებას ცდილობდნენ მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს რადგან წყალი გამორიყავს და გვამს იპოვნიანო, რის შემდეგადაც ანანურს დამარხეს. ეფვთიმე გენათელი წაიყვანეს პეტერბურგს და იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინეს, ამის შემდეგ შინა პატიმრობა მიუსაჯეს სვირის მონასტერში სადაც იგი გარდაიცვალა 1822 წელს.
მოსახლეობის მასობრივი დაუმორჩილებლობა აჯანყებაში გადაიზარდა. თავდაპირველად შეიარაღებული გამოსვლები რაჭველებმა დაიწყეს. 1820 წლის 8 მარტს იმერეთის მმართევლი პუზირევსკი ველიამინოვს აცნობებდა, რომ რაჭაში საიაშვილისა და საწულუკიძეოს ვოლოსტებში უკვე დაიწყო მღელვარება. ასევე პუზირევსკი აცნობებდა, რომ იმერეთსა და გურიაში სიწყნარეა, მაგრამ აუცილებელია ქაიხოსრო გურიელის და მისი რაზმის განადგურებაო.
ვიდრე პუზირევსკი დაგეგმილ ღონისძიებებს განახორციელებდა აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. იგი მოედო მთელ იმერეთ-გურიას. მეფობის ერთ-ერთი პრედენდენტი ივანე აბაშიძე თავისი რაზმით ძალიან ხშირად იცვლიდა ადგილს, იმერეთიდან რაჭაში გადავიდა, იქედან ლეჩხუმს ხოლო ბოლოს, გურიაში გადავიდა და ქაიხოსრო გურიელის რაზმს შეუერთდა. პუზირევკის იმედი ჰქონდა, რომ ის შეძლებდა აჯანყებულების დამარცხებას, ხოლო შემდგომში მათ მიმართ განახორციელებდა რეპრესიებს.
პუზირევსკის იმედი არ გამართლდა მან ვერ შეძლო აჯანყების შეჩერება. რაჭის აჯანყებულებმა მეფედ ვახტანგ ორბელიანი გამოაცხადეს და ქუთაისისკენ დაიძრნენ. რუსეთის მთავრობის ერთგული რაჭის ერისთავი როსტომი, 1820 წლის 20 აპრილს ველიამინოვს აცნობებდა, რომ აჯანყების ჩასაქრობად აუცილებელია 4-5 ათასიანი ჯარის გამოგზავნაო. რაჭასთან ერთად აჯანყების ალი მთელ იმერეთსა და გურიაში გიზგიზებდა. ქაიხოსრო გურიელის ლაშქარმა სოფელ შემოქმედთან დაამარცხა რუსთა ერთი რაზმი. ბრძოლაში დაიღუპა თვით იმერეთის მმართველი პუზირევსკი. გურიაში ქაიხოსრო გურიელის ძესთან თავს აფარებდა ივანე აბაშიძე. იმერეთის მმართველი პუზირევსკი კი სწორედ ივანე აბაშიძის შესაბყრობად წავიდა გურიაში. გურიის სოფელ შემოქმედში პუზირევსკი, რომელსაც ორი ჯარისკაცი ახლდა, შეხვდა ერთ ყმაწვილ აზნაურს იოთამ ბოლქვაძეს (ქაიხოსროს ძიძიშვილს), რომელსაც გინებით ჰკითხა- სად არის გურიელის ძეო და შემდეგ გადაჰკრა მას მათრახიც. ბოლქვაძემ გადამოიღო თოფი და პუზირევსკი იქვე მოკლა. პუზირევსკის გვამის გამოსახსნელად წასული რუსული ჯარი თავადმა დავით ერისთავმა დაამარცხა. იოთამ ბოლქვაძე შემდეგ შეიბყრეს და ჯარის მწკრივში გატარებით მოკლეს, შომპლების ე.ი თოფის სატენი რკინების ცემით. შემოქმედში პუზირევსკის მკვლელობას იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი. ე. თაყაიშვილის ჩანაწერი: ,, როდესაც პზირევსკიმ იკითხა, სადა არის ის მამაძაღლი ქაიხოსრო გურიელიო, ბოლქვაძემ წამოიძახა: ,, ჰუიმე ღმერთო მომკალი, ქაიხოსრო გურიელი და მამაძაღლიო! მყისვე იშიშვლა მახვილი და ორად გააპო იგი. ასე მსმენია მოხუცი გურულებისგან. პუზირევსკის მოკვლიდან გურულები წელიწადს ითვლიდნენ- ,, პუზირევსკი“ რომ მოკლეს მას აქეთ ამდენი წელიაო, გამიგონია“.
ერმოლოვი შეშფოთდა პუზირევსკის მოკვლით და დასავლეთ საქართველოში ჯარების გადასროლა დაიწყო. ამასთან ერთად კვალვ შეეცადა პროკლამაციის ძალის გამოყენებას. 1820 წლის 24 აპრილს გამოემულ პროკლამაციაში ნათქვამი იყო: ქაიხოსრო გურიელის არაადამიანური საქციელი, რაც გამოიხატა პოლკ. პუზირევსკის მოკვლაში, ცუდ მაგალითს აძლევს ბოტოტმზრახველ პირებს იმერეთშიც, სადაც უკვე დაიწყო მღელვარება და ჩვენი ჯარის მცირე შენაერთებზე თავდასხმები. გირჩევთ წინასწარ გაითვალისწინოთ რა შედეგები მოჰყვება იმერეთის აჯანყებას. ეს დიდ უბედურებას უქადის მოსახლეობას ღვერთი დასჯის ფიცის გამტეხებს.
ერმოლოვმა აჯანყების ჩასაქრობათ ჯარის მსხვლი ნაწილები გაგზავნა, გენერალ ველიამინოვის მეთაურობით. დიდი ბრძოლები მოხდა რაჭაში ბევრი ციხე და სოფლები მიწასთან გაასწორეს. დაატყვევეს 70 კაცი, რომელთაგანაც 10 ჩამოახრჩვეს, სხვები რუსეთს გადაასახლეს. დიდი ბრძოლები მოხდა იმერეთშიც, იმერეთის დამორჩილების შემდეგ, რუსთა ჯარი გურიას შეესია. გენერალი ველიამინოვი 3200 კაცით გურიაში შეიჭრა. გურიაში გაგზავნილმა ჯარმა დაანგრია სოფელი შემოქმედი (პუზირევსკის იქ მოკვლის გამო), ამოთხარა იქაური ვაზები და საზოგადოდ ააოხრა ეს სოფელი ისე, რომ ოფიციალური რუსულივე ცნობით ამ ადგილას მოსახლეობა 30 წელიწადს ვერ მოსულიერდებოდა. აჯანყების მონაწილეები გურიაშიც დასაჯეს. ქაიხოსრო გურიელის ძე ოსმალეთში გაიქცა, დავით გურიელის შვილს კი მამულები ჩამოართვეს.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ საეკლესიო რეფორმაც ადვილად იქნა გატარებული. იმერეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი, სოფრომი ოდიშსა და გურიაში დარჩა სეპისკოპოსო კათედრა(ჭყონდიდისა და ჯუმათის). საეპისკოპოსოების საქართველოს ეგზარქოსის მმართველობის ქვეშ მოექცა.
,,ეროვნული საკითხი საქართველოში 1801-1921წ“ ა. ბენდიანიშვილი
,, ქართველი ხალხი სიტორია 1783-1921წ“ სარგის კაკაბაძე