აი სოფელი უწინ სოფელს არ გავდა. აგერ ტყეი იყო, ეგერ გვინძღი იყო. აგერ გორი რომ არის, იმას ზეზაურას უძახოდით, ახლაც უძახით ზეზაურს. ზეზაურაზე ეკალი და გვინძღი იყო. მერე გოუშვეს ცეხლი და დაწვეს. მერმე დარგეს თხილი.
.
მერმე, ახლა რომ შებრუნდა დროი, ჩაი რომ გამევიდა, მოთხარეს თხილები და დარგეს ჩაი და ქარსაფარები გუუკეთეს. ერ მიყოლებაზე მანდალინა დარგეს. აქიდან ძუელათ მიდიოდენ ბახმაროში. ამ შარას უძახოდენ სამესხო გზას ფთის ძირიდან დაწყებული ზეით. ამ შარაზე მუხლამდი ტალახი იყო, ურემს ვერ გეიყვანდი. ამუართვეს იქით-აქეთ კანაო, იი მიწა დააყარეს შვაზე, მერე მეიტანეს ურმებით კენჭი და დააყარეს. ყოოლ წელიწადს ხრეშავდენ. ახლა ასვალტია დასხმული.
.
ბათომში თუ მივიდოდით ან სადმე, ოზრუგეჩი უნდა ჩავსულიყავით ფეხით ან ურმით. ოზრუგეჩი იყო ფაიტონი ნატანებამდი. ფაიტონი ერ კაცს ჩეიყვანდა სამ აბაზათ. ნატანებიდან ჩემ მოსრობაში იყო მატარებელი. ბათუმამდი ბილეთი ღირდა აბაზი. მერე სა იყო, ნენავ, გზავრი!
.
კამპანიეფში სა იყო, ნენავ, სინათლე! ქორწილეფში ქონს გადაადუღებდენ და იმის სანთელს ხმარობდენ. ადუღებული ქონი რომ იდგა, იმაში ჭინჭს ამუარებდენ ჯანჯუხასავით. რომ გაცივდებოდა, მუუკიდებდენ, ინთებოდა ქართობილის სანთელსავით. მერე, ნენავ, გამევიდა ნაფთი. ახლა პირველათ წრუწრუმელა სანაფთიე [სანაფთიეჲ] იყო. აღებული იყო ჟეშტის კოლოფი, ძაბრი რომაა, ისთე იყო. გაკეთებული ქონდა ჭინჭის გული. რაფერც ცეხლი ფუტავდა, იგიც ისთე ფუტავდა. მარა ფაცხები იყო, ნენავ, ოდები სა იყო! მერე გამევიდა ლამპა. ახლა ელექტრონია.
.
ამ სოფელჩი ჯერ იყო დაღობილი ფაცხები. მერე შამევიდა დოლა სახლი. დოლა სახლს წინ და უკან კარი ქონდა. პოლი არ ქონდა, ცეხს შვაზე ანთებდენ. დახეული მასალის კედელი ქონდა. ზეიდან დახურული ქონდა ისრი. საისრე ქონებათ მიაჩნდენ მაშვინ. მერე ოდები შამევიდა, მარა დაბალ-დაბალზე იდგა ყველა. ახლა მაღალზე დგანა. პაწა დაბალზე რომ დუურჩა კაცს ოდა, ახლა აწიოს უნდა. ყოლიკაცი მოდას უყურეფს.
.
ძველათ იყო ხიჭიჭური სხალი. ჭურში ინახავიდენ. მოკრეფდენ წიფობისთვეში და ჩააწყობდენ ჭურში, დაგოზავდენ და გამარტებამდი იყო, იქობამდი გააწევდა, არ წახთებოდა. ხეი რომ ისხამდა და ჭურში ინახვიდენ, იმიზა უძახოდენ ხიჭიჭურს. წითელ-წითელი ვაშლი იყო, საზამთრო ვაშს უძახოდენ. იგიც წიფობისთვეში იკრიფებოდა. ჩაყრიდენ ბეღელჩი [ხულაში]. გააწევდა აპრილამდი, არ დალპებოდა. დემურა ვაშლი იყო კიდომ. იგიც წიფობისთვეში იკრიფებოდა და ინახებოდა აპრილამდი. შავი ვაშლი არ იყო. შავი ვაშლი აგერ ახლა მევიდა. დიდხანს ვერ ძლეფს, ხმება.
.
მთქმელი: ნინუცა სვანიძე-მდინარაძე(ვაკიჯვარი), ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1962 წელს (გურული დიალექტი) corpora.co
.
ვაკიჯვარი ზემოდან – ანტონ გოგიაშვილის ნახატი 1904 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა