კონსტანტინე გვარამაძის გადმოცემის მიხედვით, კალნდის დადგომამდე ცხემლისჭრა საღამოს ოჯახის ყველა წევრზე რამდენიმე ხაჭაპური ცხვებოდა, რომელთა დასახლებები გახლდათ – „საკალანდო“, „დედო ხაჭაპური“ ანუ „საფერხავი“, „საჩიჩილაკე“, „სააგუნაო“, „საიმვახშმო”, “სალოცავი“ და „საცხემლიჭრო“.
„საცხემლისჭრო“ ხაჭაპური ჩიჩილაკის გაწყობის წინ მიითქმევდნენ, „დედო ხაჭაპურებს“ „ნაზარდას“ თავთან ერთად საკალანდო გობზე დებდნენ. „სააგუნაო“ – აგუნაზე გასალოცი იყო, რომლის დღესასწაულიც ასევე ახალი წლის წინა ღამით იყო. საჩიჩილაკეს ჩიჩილაკის თავზე ჩამოცვამდნენ და ა.შ.
გურიაში კალანდა დღეს შედლუხში (თურქ. Şadlik) ანუ თოფების სროლაში შეჯიბრი ეწყობოდა, ერთი სამრევლოს ორი სოფლის მოსახლეობა ერთმანეთის დაშორებით დადგებოდა და ჰაერში ზალპით ისროდა თოფებს
„მალე მოწიფული ყმაწვილები ეზოს გადაღმა მინდორზე „შედლუხს“ მიეცნენ. ერთ მხარეს ზეგნიერები, მეორეს – დაბლიერები თოფით ხელში; იმათ, მაღლა ჰაერში, რიგით დაიწყეს სროლა. ხალხი სეირათ გადაიქცა.
– გაჯობეთ ხომ, ზეგნიერებო, აჯავრებდენ თან სროლაში დაბლიერები.
– რაფერ, წამალი რო გამოგელით მიზა გვაჯობეთ თუ!.. პასუხობდენ ზეგნიერები და უხშირებდენ სროლას. ხალხის სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა.“ (გვარამაძე)
–
რიჰარდ კარლ ზომერის ნახატი – გურულების ოჯახი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა