გურიის მოამბე

სააკაშვილი – ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე

როგორც მოსალოდნელი იყო, გამოძიების პროფანაცია უსწრაფესად დაასრულეს და ყველაფერი გაამართლეს.
სინამდვილეში, ამით ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა ბოლომდე თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულზე.
ასევე, გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს, მოქმედებისთვის. საერთო ჯამში საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გათელვაც კი, საკუთარი მიტაცებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
დააკვირდით, რა განცხრომით ჰყვებოდა ამათი ჯანდაცვის მინისტრად წოდებული არსება თუ როგორ დაწამლეს, დაარბიეს, დაჩაგრეს თანამოქალაქეები, დეჰუმანიზაციის უმაღლესი პილოტაჟია.
ისე, მათი გამონათქვამებიდან ის მაინც გაირკვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, ოფიციალურად აკრძალული იყო ამგვარი ნივთიერების გამოყენება, შემდეგ ქოცებმა შეცვალეს შსს-ს ბრძანება N1002 და ოფიციალურად დაუშვეს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.
რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებიც ხელს აფარებენ ბოროტმოქმედებს, ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც უზარმაზარ ფულს აკეთებენ სახელმწიფო პროგრამებში, კორუფციის გზით.
მათგან ერთ-ერთმა გამსინჯა ჩემი მოწამვლის შემდეგ და თვალები დახუჭა იმ სიმპტომებზე, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა აღმომიჩინეს. ეს მედიკოსებიც ბოროტების და ჩაგვრის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
ჩემთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომისიამ დაასკვნა, რომ გადაწყვეტილებებს არა ექიმები, არამედ უშიშროების სახელმწიფო ორგანოები იღებდნენ. ვფიქრობ იგივე ვრცელდება ყველა სხვაზე.
წერს მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights