“თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება იქნება. სხვა სკოლებში კი საკალასო ოთახებს დაუბრუნდებიან”-განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი, ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა ყველა სკოლაში სწავლა დასწრებით უნდა გაგრძელდეს, მაგალითად ოზურგეთის საჯარო სკოლების დირექტორების განცხადებებიდან ირკვევა, რომ პირველ თებერვლამდე მუნიციპალიტეტის და ზოგადად რეგიონის სკოლებშიც სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
“ჯანდაცვის სამსახურებთან შეთანხმებით
სწავლა 18 იანვრიდან დისტანციურად გაგრძელდება 1 თებერვლამდე”-ნათქვამია მაგალითად ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებაში.
თუ რა მიზეზით და რის საფუძველზე შეაცვლევინა სკოლებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ჩვენთვის უცნობია. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლელა იმედაშვილისთვის დასმულ კითხვაზე პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ ონლაინ სწავლება პირველ თებერვლამდე გაგრძელდება, თუ რა მოხდება შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.