„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლოა, ყველგან მოხდეს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაცის ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლოა, ყველგან მოხდეს. მანამდე, სანამ ჯანდაცვის დადგენილ ზომებს არ დავიცავთ. იმ ზომებს, რომლებზეც ჯანმო პანდემიის დასაწყისიდან საუბრობს. ვაქცინები საკმაოდ ძლიერი იარაღია, მაგრამ არა ერთადერთი“,- განაცხადა გებრეიესუსმა.