სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.
ივლისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის, ლიდერობს ჭარხალი, რომლის ფასიც 110,60%-ით არის გაზრდილი; მას მოსდევს ბადრიჯანი – 99,10%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა კომბოსტო, რომელიც წლიურად 98,82%-ით არის გაძვირებული; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მზესუმზირის ზეთი და კიტრი იკავებენ, რომელთა ფასიც შესაბამისად, 91,84%-ითა და 83,16%-ით არის გაზრდილი.
გაძვირებული პროდუქტების/საქონლის ათეულში ხვდება ასევე:
- სტაფილო – 78,60%;
- წიწაკა – 70,05%;
- ბენზინი – 56,86%;
- კარტოფილი – 54,27%;
- ლურსმანი – 50,50%.
- bpn.ge