აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, სპეციალური სივრცეები იქნება გამოყოფილი

წელსაც, ისევე როგორც შარშან ვართ პანდემიის პირობებში. წელსაც გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოგვიწევს, იქნება შემთხვევები, როდესაც გვეყოლება ინფიცირებული აბიტურიენტი და შარშანდელთან შედარებით მოველით, რომ ეს იქნება უფრო მეტი ვიდრე ერთი და ორი აბიტურიენტი, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

„საბოლოო დეტალები ზუსტდება და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად გადაწყდება საბოლოოდ ეს საკითხი. ვფიქრობ, დაახლოებით ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში გვექნება უკვე ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ყველა ის საკითხი, რაც “კოვიდთან” არის დაკავშირებული იქნება უკვე დეტალურად გავლილი და ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სწორედ მაშინ მოგახსენებთ.

ჩვენ მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად, რომლებსაც შეიძლება, სიცხე დაუფიქსირდეთ. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება განთავსდებიან. წელსაც, ისევე როგორც წინა წელს, გვექნება ფარები, რომლითაც დაცული იქნება თითოეული მერხი და ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის ვიდრე ვიყავით შარშან”, – განაცხადა გორგოძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: