“ვერასოდეს გაპატიებ!”- უმნიშვნელოვანესი წერილი ბიჭების მამებს

შვილების ცხოვრებაში მშობლებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

ლიტერატურულუი პრემია “საბას” გამარჯვებული, მწერალი და ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვთავაზობს უმნიშვნელოვანეს წერილს, რომელიც ბიჭების მამებს ეძღვნებათ:

“ვერასოდეს გაპატიებ, მამა!

მე ზურა ვარ. 15 წლის. უკვე წელიწადი გავიდა, რაც დამაპატიმრეს და წელიწადია, რაც მამა არ მინახავს. გაბრაზებულია, ვერ მაპატია. დედა ძალიან განიცდის და ჩემთან მოსული მთხოვს, ხელი არ ჩავიქნიო. არ დავიბოღმო. დღეს გადავწყვიტე წერილი მივწერო. დილიდან მოყოლებული მგონი მეათე წერილს ვწერ და ვხევ. ეს ბოლო მცდელობაა.

მამა, შეგიძლია მაპატიო?! ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი და მოსაყოლი. აქ ძალიან მიჭირს. სულ დაგრუზული დავდივარ, ზოგის ნაბიჯების ხმაც კი მაღიზიანებს. სული ყელში მებჯინება, როცა ერთი ბიჭი მოდის და ჯიუტად სიგარეტს მთხოვს. იცის, არ ვეწევი და მაინც მთხოვს. არა-მეთქი, ვეუბნები! გადაიხარხარებს და მიდის. მინდა ვცემო, ხელები მტკიოდეს მისი ცემისგან. არ შემიძლია, მამა! მაპატიებ?

გახსოვს, შენ სულ მასწავლიდი, რომ სანამ დაგარტყამენ, უნდა დაასწრო, რომ თავი არავის უნდა დააჩაგვრინო, რომ თუ კაცი ხარ, კაცი უნდა იყო! სულ ყურებში მაქვს ეს სიტყვები, მამა! ვერ მოვახერხე, ვერ შევძელი. სუსტი ვარ, მამა! ამას შენთან ვამბობ, თორე ასი წელი ვერავინ მიხვდება სინამდვილეში, როგორი ვარ.

ის სანადირო დანაც იმიტომ მოგპარე, რომ სუსტი ვარ. ამას ახლა მივხვდი. აქ მივხვდი. როცა მკლავი არ გერჩის და შენი თავის იმედი არ გაქვს, მაშინ იღებ იარაღს. გვიან მივხვდი ამას, მამა! არადა, როგორ ვცდილობდი, რომ ზუსტად ისეთი ვყოფილიყავი, შენ რო გინდოდა, მაგრამ რაც უფრო ვინდომებდი, მით უფრო არაფერი გამომდიოდა.

გახსოვს, ფეხბურთიდან ჩალურჯებული თვალით რომ დავბრუნდი? გითხარი, ჩხუბი აიწიათქო. სინამდვილეში ერთმა ბიჭმა მცემა, იმიტომ, რომ ჩემი კედები არ ვათხოვე. რატომ უნდა მეთხოვებინა? თავისიც ხომ ჰქონდა? მცემა. მინდოდა ხელი მეც გამენძრია, მაგრამ გავხევდი, მამა! მახსოვს, შენ მითხარი კიდეც – კაცმა ჩხუბიც უნდა გამოსცადოს, არა უშავს, ეს ჩალურჯებული თვალი ჩაცხრება, სამაგიეროდ ხელის გაქნევა ხომ მოახერხეო! ვერა, მამა, ვერ მოვახერხე. მაშინ ვერ გავბედე ამის თქმა. ავიღე შენი დანა და ის ბიჭი დავჭერი, ზურგიდან მივეპარე და მინდოდა მომეკლა, შენი ხმა სულ ყურებში მქონდა – არ დაგაჩმორონ, ბიჭო! ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიამოვნებას და ძალას ვგრძნობდი, მამა, და რა მაგრად ვიგრძენი თავი სისხლი რომ წასკდა!

ახლა ხომ აღარ იტყვიან ჩემზე, “პალაჟენიე” მამამ დაუყენაო. გახსოვს, სკოლის ბუფეტში რომ იჯექი, სანამ მე-5 კლასში გადავიდოდი და ყველას ეჩხუბებოდი, ვინც ოდნავ “შემეხებოდა”. ამას რატომ აკეთებდი, მამა?!

თუ გინდოდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი, რატომ არ მომეცი საშუალება საკუთარი ხელები მქონოდა?!

ვერასოდეს გაპატიებ, მამა!”

“არტინფო”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა – ნათია ფანჯიკიძექართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    "... ეს ხელისუფლება სიკეთეს არ მოგვიტანს""ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში"-აცხადებს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია "ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში და ზოგადად ქართველ ამომრჩევლის მოლოდინზეც ამახვილებს ყურადღებას: "ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    "არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება"""პარლამენტში და მთავრობაში ოფიციალურ მილიონერებს ვხედავთ და ამ დროს უამრავი ოჯახი მშიერი კვდება..."-2020 წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მამა პეტრე კვარაცხელია აფასებს: "ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მტკივნეულია, როცა ხელისუფლების სათავეში ოფიციალურ მილიარდერებსა და მილიონერებს ვხედავ და ამ დროს მრავალი ოჯახი მშიერი კვდება. თანაც, ეს ხდება 21-ე საუკუნეში! გამოდის, რომ ვიღაც-ვიღაცები არხეინად,…
    Tags: და, არ, რომ, ვერ, უნდა, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიაში გადაუდებელ რეფორმებს ითხოვსსაჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები