გურიის მოამბე

გიგი თევზაძე-რა ცენტრალური ხელისუფლების საქმეა ვაზის მოყვანის და ღვინის ხარისხის კონტროლი

ღვინის და ვაზის რეგულირებაზე ერთს დავწერ:
ამ დღეებში სულ კამათია, გვინდა კონტროლი, არ გვინდა კონტროლი, კონტროლი აუმჯობესებს, კონტროლი აფერხებს განვითარებას.
მაგრამ, არავინ ჰკითხა ქოცნებას რომ რა ცენტრალური ხელისუფლების საქმეა ვაზის მოყვანის და ღვინის ხარისხის კონტროლი შირაქის ველიდან ხულომდე? ცენტრალური ხელისუფლება მეღვინის ჯიბეში უნდა ძვრებოდეს, თუ უცხოური ბაზრების გახსნაზე ზრუნავდეს?
ამაშია საქმე. ვაზის, ღვინის და ა.შ. კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა. როგორც დაადგენენ, ისე გააკონტროლებენ საკუთარ რეგიონებს, ადგილობრივი სპეციფიკიდან და კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ცენტრალური ხელისუფლების საქმე – მაგ. უცხოეთიდან შემოტანილი ყურძნის კონტროლია საზღვრზე და დავუშვათ, რამდენიმე ბიომარკერით სითხის შემოწმება (თუმცა, ამის ეფექტურობაც საეჭვოა).
კამათი კონტროლსა და თავისუფლებას შორის არჩევანზე კი არ უნდა იყოს, არამედ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებების და მოვალეობების გაყოფაზე.
თორე აბა ისე სულ წაგებული ხარ: ქოცნება გეტყვის, აბა რა არ უნდა გავაკონტროლოთ ღვინის და ვაზის ხარისხი რომ არ შევრცხვეთ?
წერს გიგი თევზაძე სოციალურ ქსელში;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights