2020-2021 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება. განსაზღვროს სტუდენტთა რაოდენობა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე.
ბრძანების მიხედვით, პროგრამული დაფინანსების შემცირება ან/და გაცემაზე უარის თქმის მიზეზებიც განისაზღვრა:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.
ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსების დაანგარიშების მიზნით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.
აქვე გთავაზობთ: 2020-2021 სასწავლო წელის ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს