გურიის მოამბე

როგორ აშანტაჟებს დვაბზუს სკოლის დირექტორს სოფლის გამგებელი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სჯარო სკოლაში, რომლის რეაბილიტაციაზე ამ წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა, დღეს იმაზე მეტი პრობლემაა, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო.

ოზურგეთში სკოლა, რომლის რემონტსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარი მოახმარეს, ისევ სარემონტოა. პირველი სართული მთლიანად დაკეტილია და პედაგოგებს გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიც არ გააჩნიათ.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „პირველებს“ სკოლის დირექტორმა დაუდასტურა. თუმცა, როგორც კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ ტელეკომპანია დიდ ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეს სწავლობდა, სასწავლო დაწესებულებაში მერის წარმომადგენელი გააგზავნეს.

ლევან გოგოტიშვილი ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მშობლებს აშანტაჟებდა და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ არავის გაევრცელებინა ინფორმაცია სკოლის მდგომარეობის შესახებ.

ოპოზიცია კი სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე სასწრაფო გამოძიების დაწყებაა საჭირო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სკოლის რეაბილიტაიისთვის განკუთვნილი მილიონები კონკრეტული პირების ჯიბეში წავიდა.

ერთი შეხედვით, წყალში გადაყრილი მილიონები, მაგრამ სინამდვილეში, ქოცების ჯიბეშ გადაყრილი მილიონები. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი იყო ურეკშიც, სადაც ბავშვებს პირდაპირ თავზე ჩამოსდიოდათ წყალი. ეს სკოლა გახსნეს წინასაარჩევნოდ, 2024 წელს, მინისტრები იყვნენ, მაჟორიტარებმა აზიარეს პოსტებად როგორ კარგად გახსნეს სკოლა. ამ დროს, ახლაც ვერ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ისევ დანგრეულ სკოლაში დადიან ბავშვები და რაც არის რეალობა, ღრაიბაშვილის კორუფცია გადმოიბარა კობახიძემ და ახლა ამათი კორუფცია მიდის და ამათ ჯიბეში მიდის მილიონები, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყეს დღესვე და აქამდეც უნდა დაეწყოთ, – ამბობს თათია ნიკოლაიშვილი. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights