უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით

ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მთავრობის განცხადებებმა ლგბტქი თემის წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. მისი შეფასებით ეს სახალისოა.

“უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ყველას დაცვის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ლგბტქი-ის  წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო “თბილისი პრაიდის” მრავალი მშვიდობიანი აქტივისტის სიცოცხლე. სამარცხვინოა”, – წერს ევროპარლამენტარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share