1906 წელს პოლკოვნიკმა კრილოვმა გურიის ყოველი საზოგადოებისაგან მოითხოვა 3000 (სხვა მონაცემებით 4000) შაშახანის და ათასი რევოლვერის ჩაბარება. გურულებმა ამაზე უპასუხეს: ,,მაგდენი ვინტოვკა რომ გვქონებოდა, თქვენ შემოგიშობდით აქ?” (ბროშურაში Очерки революционного движения в Гурии ეს ამბავი ასეა აღწერილი: ოზურგეთში კრილოვი გურულების დეპუტაციას შეხვდა და კატეგორიულად მოითხოვა 3000 შაშხანის ჩაბარება, რაზეც ერთმა აღშფოთებულმა მოხუცმა უკმეხად უპასუხა: ,,ბატონო პოლკოვნიკო, რაც იარაღი გაგვაჩნია ჩამოგვართვით, მოგვეცით 3000 ვინტოვკა, დაბრუნდით ისევ ნატანებში, დაიმატეთ კიდევ ჯარი და სცადეთ ისევ ოზურგეთში შემოსვლა. ვნახავთ, როგორ ადვილად შეძლებთ ამის გაკეთებას!” პოლკოვნიკმა ჩაიცინა და პასუხი არ გასცა.
ირაკლი მახარაძე