„ჯვარის ძალი“ – გურულების წარმოდგენები ცეცხლის ალზე

გურულების წარმოდგენით „ჯვარის ძალი“ კონუსისგვარი ცეცხლის ნათელი ალია, რომლის სიმაღლე დაახლოებით 1,5 არშინია.
.
ნათელ ღამეს ეს კონუსი ციდან დაეშვება დააჯდება, რომელიმე ძალიან ლამაზ ხეს („ჯვარის ძალისათვის“ ყველაზე უფრო სასურველ ხედ ითვლება წითელი ხე, ან ურთხელი), რის შემდეგაც ეს ხე ხელშეუხებლად ითვლება. ცუდია, თუკი ჯვარის ძალი სახლს დააჯდება მოსასვენებლად ცუდია. ხეზე დასვენების შემდეგ ცეცხლოვანი კონუსი ცაში აფრინდება. ისეც ხდება, რომ „ჯვარის ძალის“ ეს მოგზაურობა რამდენჯმერმე განმეორებულა. ხალხში არსებული რწმენის მიხედვით თუ მისი შერჩეული ხე ვისიმე სახლის მახლობლადაა, ეს სახლში მცხოვრები ოჯახისათვის ძალიან ცუდის მომასწავებელი ნიაშანია.
.
ვინაიდან ხალხის წარმოსახვაში „ჯვარის ძალი“ ძალიან ნათელი, ბრწყინვალე და ლამაზი გახლავთ გურიაში ლამაზ მამაკაცს „ჯვარის ძალს“ ეძახიან; ასე მაგალითად თუ რომელიმე მამაკაცი სრულყოფილი სილამაზისაა მასზე იტყვიან, რომ ის ნამდვილი „ჯვარის ძალია“.
.
ტარასი მამალაძე – კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებულიდან 1893 წელი (თარგმნილია რუსულიდან)
შეიძლება იყოს ხე, ბუნება და ცა-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share