“ცის გახსნა” – გურულების აზრით, ყოველი წლის ერთ დღეს, ერთი წამით ცა იხსნებოდა

“ცის გახსნა”
.
გურულების აზრით ყოველი წლის ერთ დღეს ერთი წამით ცა იხსნებოდა, ცის გახსნისასა ყოველგვარი მოძრავი ჩერდებოდა – მდინარის დინება ჩერდებოდა და წყალიც კი იძნებდა. ერთი წამის მერე ცა დაიხურებოდა და ყველაფერი ისევ ამოძრავდებოდა. ცის გახსნა როდის მოხდებოდა უცნობი იყო, მაგრამ თუ კი ვინმეს გაუმართლებდა და ამ წამს შეიცნობდა და რაიმე სურვილის ჩათქმას მოასწრებდა ის აუცილებლად აუსრულდებოდა. ასევე თვლიდნენ, რომ ამიტომაც იყვნენ გურულები თავისი სისწრაფით გამორჩეულები.
.
“გურულების რწმენით ცა იხსნება, მაგრამ ეს გრძელდება სულ ერთ წამს. თუ კი ვინმე ამ მოვლენას შეამჩნევს, მას ამ მომენტში შეუძლია თავისთვის ნებისმიერი რაიმე ისურვოს, ასეთ შემთხვევაში მას სურვილი აუცილებლად აუსრულდება.”
.
ტარასი მამალაძე – კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი (თარგმნილია რუსულიდან)
შეიძლება იყოს ცა-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share