არსებობს უამრავი ზეპირი გადმოცემა გურიაში განსაკუთრებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებულ გვარებთან დაკავშირებით და რომელთა დიდი ნაწილი თავიანთ წამომავლობას ქობულეთსა და კახაბერს უკავშირებს.
.
“დიმიტრი ბაქრაძე უთითებს, რომ XVIII ს-ის 70-იან წლებში თურქების მიერ ქვემო გურიის დაპყრობის შემდეგ აყრილი მოსახლეობა გურიელმა გურიანთაში დაასახლა” (ქველი ჩხატარიშვილი).
.
მთხრობელი ეპიფანე მჟავანაზე (სოფელი შრომა – ვაკე 1962 წელი) – “სამი ძმაია მოსული ამ სოფელჩი (მჟავანაძეები). მაგინი მოსულა ქობულეთის რაიონიდან, ხუცუბნიდან. ერთიმიორეში დ̠უუწყიან ლაპარიკი: იქიდან წამუედით, მარა საზღვართან მაინც ახლო ვართო. ერთი გაჯინებულა: მე ამას იქით წამსვლელი აღარ ვარო. გაყოფილარიან მაშვინ და ერთი ძმაი წასულა ასკანაში, მიორე – საჩინოში. მესამე აქანაი დარჩენილა, ამ არდგილზე.”
.
ჟურნალისტი ა. ფრენკელი წერს, რომ ქობულეთსა და მის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა ფაქტიურად აღარ იყო დარჩენილი (А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума 1879 г.)
.
ე. ნაკაშიძეს (ემილ ეფენდი) 1909 წელს დაუთვალიერებია ორდუს მიმდებრე სოფლები, სადაც მისი თმით 1878 წელს ქობულეთიდან გადასახლებული ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდნე, იგი უთითებს მათ გვარებს, რომლებიც ქობულეთიდან თურქეთში გადასულან – “ქარცივაძე, წულუკიძე, გოხაძე, ანანიძე, ბეჟუაშვილი, მგელაძე, ბაჯელიძე, კილაძე, ტაკიძე, ჯაფარიძე, მურვანიძე, ხაბაზი, ქათამაძე, ხინიკაძე, ცეცხლაძე, სადრაძე, ნაკაიძე, მოწყობილი, ინაიშვილი, შავიშვილი“ (ნ. ფუტკარაძე).
.
ფოტოზე ქობულეთელების დახვედრა გურიის მილიციას თურქების განდევნის შემდეგ – ცეკვავენ ქობულეთელები, მათ წინ დგანან გურიის მილიციის მეომრები – 1878 წელი
![შეიძლება იყოს 12 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება](https://scontent.ftbs5-2.fna.fbcdn.net/v/t39.30808-6/313355908_10158784150721441_981009313847196107_n.jpg?stp=dst-jpg_s720x720&_nc_cat=108&ccb=1-7&_nc_sid=730e14&_nc_ohc=WapjGt0unxYAX8r_c-P&_nc_ht=scontent.ftbs5-2.fna&oh=00_AfBEZlGhf9Zz77mLkxalKgidiDkLiNzlimnGRAfv3C_6Hg&oe=63670AB0)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა