როგორ დაერივნენ ხელდახელ უარაღო გურულები შეიაღებულ კაზაკებს

როგორ დაერივნენ ხელდახელ უარაღო გურულები შეიაღებულ კაზაკებს
.
შფოთიანი იყო 1862 წელი გურიაში, მთელი წელი ჯანყი იყო გურიის სოფლებში, ხან ერთი სოფელი ჯანყდებოდა ხან მეორე. თუმცა აქედან ალბათ ყველაზე საინტერესო არის ნიგოითში მომხდარი ფაქტი, როდესაც უარაღო ნიგოითის, ჭყონაგორის, ქვიანისა და შუხუთის მოსახლეობა ხელდახელ დაერია შეიაღებულ ჯარისკაცებს.
.
როგორც ირკვევა გურულებმა უარი განაცხადეს გადასახების გადახდაზე და საჩივრით მიმართე ქუთაისის გუბერნატორს. საჩივრის პასუხად 1862 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთიდან გაგზავნილი კაზაკები ნიგოითში ჩავიდნენ სადაც სოფლების ნიგოითის, ჭყონაგორის, ქვიანისა და შუხუთის მოსახლეობა იყო შეკრებილი.
.
რუსებმა გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, რაზეც გურულებმა უარით უპასუხეს. რის შემდეგაც რუსების ლანძღვითა და მუქარით გაღიზიანებული უარაღო გურულები ხელდახელ ეცენ შეიაღებულ კაზაკებს და ცემა დაუწყეს, შტაკების დროს ერთი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაჭრილებს შორის იყვნენ თავად რაზმის უფროსი ყენია, აზნაურები: ჟორდანია, ნიკოლოზ ებრალიძე; გლეხები: ბეჟუკე ბოლქვაძე, ლევან ბესოშინაძე, ბესეიშვილი და სხვები.
.
ამის შემდეგ ოქტომბერის თვეში რუსებმა ლანჩხუთში დამატებითი ძალები შეიყვანეს და აჯანყებული სოფლები მთლიანად დაარბიეს. ასევე რუსებმა დააპატიმრეს მღელვარების მთავარი მონაწილენი – გრიგოლ ბიჭია, ივანიკა და კაკაბა კალანდარიშვილები, გურგენ ნარსია, ივანე მანჯგალაძე, მაქსიმე გოგიშვილი, გიორგი თავდიშვილი, ბიჭია ფირცხალაიშვილი და დიანოზ ფილია, რომლებიც ქუთაისის ციხეში მოათავსეს.
.
– საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი მე-5, 1970
– გაზ. ალიონი 22.10.2019 წელი #36 – ვ. გურული საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)
– ანტონ გოგიაშვილის ნახატი (ნიგოითი) – 1904 წელი
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share