ჩოჩხათის მოსახლეობის დადგენილება – „სიმთვრალისათვის თავის დანებების შესახებ“

ჩოჩხათის მოსახლეობის დადგენილება – „სიმთვრალისათვის თავის დანებების შესახებ“
.
1905 წლის გურიაში სოფლის საზოგადოებები ღებულობდნენ სავალდებულოდ შესასრულებელ დადგენილებებს, რომელთა შინაარსი შეეხებოდა თითქმის ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამავე საზოგადოებას აწუხებდა. ამ მხრივ იმ დროინდელ პრესაში ხშირია სოფლის თავყრილობების მიერ მიღებული დადგენილებები, მათ შორის საინტერესოა 1905 წლის 28 აგვისტოს ჩოჩხათის მოსახლეობის მიერ მიღებული დადგენილება სიმთვრალის წინააღმდეგ.
.
„სოფ. ჩოჩხათი (გურია). 28 აგვისტოს აქ მოხდა კრება, სხვათა შორის წამოყენებული იყო საკითხი შესახებ იმისა, რომ თავი დაანებონ სიმთვრალეს, როგორც ღვინის სასმელ დუქნებში ისე, კერძო პირების ოჯახში ქორწილის ან სხვა რაიმე შემთხვევის გამო. ცოტა ხნის კამათის შემდეგ კრებამ გადაწყვიტა:
.
არავის არ ჰქონდეს ნება დუქანში დათრობის, და თუ ვინმე ამ დადგენილებას დაარღვევს, მან უნდა საზოგადო გზაზე დაყაროს ხუთი საჟენი კენჭი თავისი ხარჯით. აგრეთვე დაავალეს იმ პირებს, რომლებსაც ექნებათ ოჯახში ქორწილი ან სტუმრიანობა, მოწვეულ პირებს არ დაალევინოს ნახევარ ბოთლზე მეტი ღვინო თითოეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რომელიმე პირისას ვინმე დათვრა სასჯელი გადახდება ოჯახის პატრონს.“
.
– ავტორი: ხრის. ლაზ. გურგენაძე – ჟურნალი „მოგზაური“ #35, 1905 წელი 25 სექტემბერი;
– ფოტო: ორკარის კანიონი ჩოჩხათში
შეიძლება იყოს tree გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share