Настоящее Время-ს ინფორმაციით, რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად “ზელენოგრად ჩიკატილო”, ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს.
ირკვევა, რომ გრიცენკო ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს. სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს და საპატიმროდან ამ ზაფხულს უნდა გაეშვათ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა.