როგორ ებრძოდნენ გურულები ანუბისის მსგავს „კუდიან ტურა კაცს“

როგორ ებრძოდა გურულები ანუბისის მსგავს „კუდიან ტურა კაცს“
.
„ერთ არაქრისტიანულ ჩვეულებას, რომელსაც გურიაში ეძახიან „ყანის მოძახილს“, ამ ჩვეულების პატივსაცემლად ხალხს დაარსებული აქვს დღეობა 14 აგვისტოს. ამ დღეობისათვის ხალხი დიდ მზადებაშია, შორს არ წავლენ გლეხები, რომ 14 აგვისტოსათვის გზაში არ დარჩნენ. წინ და წინ ყოველი გლეხი, ათასი ღარიბი იყოს, ორიოდე გირვანქა თოფის წამალსმაინც იყიდის ამ დღეობისათვის. თუ თვითონ არა აქვს თოფი და ტამბაჩა, სხვას გამოართმევენ.
.
14 აგვისტოს, ნაშუადღევის მეშვიდე საათის ორმოცი წამიდამ ყოველი გლეხის ეზოში თქვენ ხედავთ კაცებს და ქალებს,რომელნიც რაც შეუძლიათ მაღალის ხმით გაიძახიან შემდეგ სიტყვებს: ჯვარიაქა კუდიანებო, ჯვარი აქა კუდიანებო. შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსა ჯვარი დამიწერე. ამ სიტყვებს იძახიან საღამოის ათ საათამდინ. ამსიტყვების დროს არის ერთი გახშირებული თოფის სროლა. უცხო კაცი რომ შემოვიდესამ დროს აქ, იფიქრებს, რომ სწორედ მტერი შემოსევია და სოფელსა აოხრებსო. თოფის სროლა გრძელდება სამ საათს. გლეხი არ დარჩება ,რომ მისი ეზოდგან რამდენჯერმე არ გაისროლონ თოფი.
.
როცა თოფის სროლას გაათავებენ, მერე შეექცევიან ვახშამს. ვახშმის გათავების შემდეგ აიღებენ წმინდა თაფლის სანთელს ხელში და ზელავენ, დაწოლის წინ აიღებენ ამ სანთელს და ყურის მახლობლად მიიკრავენ თმაზე და დაწვებიან დასაძინებლად. როგორცცოტა ინათლებს, ხალხი დგება და თავიანთ ეზოებში ხმა-მაღლა გაიძახიან ზემოთ მოყვანილ სიტყვებს, ე.ი. ჯვარი აქა, კუდიანებო და ა.შ.. მერე შეიქნება ისევ თოფის სროლა, რომელიც გაგრძელდება გათენებამდის.
.
წმინდა სანთლის თმაზე მიწეპებას ეძახიან დაბეჭდვას. მიწეპებულ სანთელს აშორებენ თმას მესამე დღეს. ამ ჩვეულების დასრულების შემდეგ ხალხი ძრიელ დაღლილია და ხმასრულიად წასული აქვთ მეტის-მეტი ყვირილით. თოფის სროლასაცბევრი უბედურება მოაქვს. ბევრს თოფის უსკდება ხელში და ხელებს უფუჭებს და ზოსგს თოფი თვალებს უმსებს.
.
14 აგვსიტოს, ღამით არავინ გარეთ ან აივანზე არ დაწვება,ძალზედ სიცხეც, რომ იყოს, რადგან ტურა კაცის კუდიანის ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ის წაგვიყვანსო.
.
სწორედ გასაკვირია ხალხის ასეთი უაზრო ჩვეულება,მაგრამ ნაკლების გასაკვირი არც ის არის,რომ აქამომდე ამ ცუდი ჩვეულებისათვის ყურადღება არავის მიუქცევია და არ დაურიგებია მდაბიო ხალხი, რათა ეს ჩვეულება მოსპონ. მაგრამ ან კი ვინ უნდა დაარიგოს ხალხი? ხალხის დარიგება და მოძღვრება უმეტესად სასულიერო მწყემსთა მოვალეობა არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თვით დიდ მონაწილებას იღებენ ამ არაქრისტიანულ ჩვეულების დროს.“
.
გრასიმე თევზაძე – ჟურნალი „მწყემსი“ #21 – 1887 წელი 30 სექტემბერი
.
P.S. – აქ საინტერესოა პარალელი ეგვიპტურ ღვთაება ანუბისთან (ინპუ), რომელსაც ტურის თავი, ადამიანის ტანი და კუდი ჰქონდა, ძველი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ანუბის მიყავდა მიცვალებულები საიქიო ცხოვრებაში, იგი იყო სასაფლაოების და აკლდამების მცველი და გარდაცვლილთა სამეფოს მოსამართლე, მასვე ებარა შხამები, საწამლავი და ა.შ.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share