მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის “პარვუს ჯგუფის” – ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა – დაპირისპირების გამო ჩაიშალა
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ადგილობრივ საჯარო სკოლის დარბაზში შეკრებილებს – სოფლების გომის, შემოქმედისა და წითელმთის მოსახლეობა – “პარვუს ჯგუფის” ანგარიში უნდა მოესმინა – თუ რატომ სურს კომპანიას მშენებარე ჰესების სიმძლავრეების 6 მგვ დან 30 მგვ ტამდე გაზრდა და ამის გამო რა ცვლილებები შევა პროექტებში და როგორ აისახება ის გარემოზე.
“ეს არის ყველაზე სუსტი სკოპინგის ანგარიში რაც კი ოდესმე მომისმენია, არანაირი წინასწარი კვლევები, არანაირი ინფორმაციე თუ რა მოხდება წყლის ეკოლოგიურ ხარჯთან დაკავშირებით როცა ჰესების სიმძლავრეები წყლის დამატებითი მოხმარების ხარჯზე გაიზრდება, უბრალოდ გადმოწერილი ანგარიშით ცდილობენ სოფლის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, ამ კომპანიამ ტავიდანვე მოატყუა ადგილობრივები როვა აქ შემოსვლა და სამუშაოების დაწყება გარკვეული მაქინაციების ხარჯზე შეძლო, პირდაპირ ვამბობ ამ პროექტს დავბლოკავ და გარემოს დაცვის სამინისტრო თუ მაინც კანონდარღვევით გადაიყვანს მას მეორე ეტაპზე გავასაჩივრებ სასამართლოში და შევაჩერებ, იმიტომ რომ მისი ამ სახით განხორციელება კატასტროფის მეტს არაფერს მოგვიტანს, ეს ყველაფერი რაც აქ მოვისმინეთ არის საქმისადმი ზერელე და არაპროფესიონალური, აგდებული დამოკიდებულება, ასეთი ანგარიშები წაუკკითხეთ ბებიათქვენს” თქვა ანგარიშის მოსმენის შემდეგ გარემოსდამცველმა ირმა გორდელაძემ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
დარბაზში დაპირისპირებები გორდელაძის გამოსვლამდეც იყო, სოფლის მოსახლეობა აპროტესტებდა იმას, რომ კომპანიას სოფლის დოციალურ ეკონომიკური განვიტარების მიმართულებით არაფერი არ ჰქონდათ გათვალისწინებული.
“პარვის ჯგუფმა” ჰესების “ბასრა 1”, “ბასრა 2”, “ბასრა 3” და “ბასრა 4” მშენებლობა გომისმთის ხეობაში გასულ წელს დაიწყო, თავიდან საუბარი იყო 4 მცირე ჰესზე თითოეულის სიმძლავრე 1,5 მეგავატი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ კომპანია სიმძლავრეებს საერთო ჯამში 30 მეგავატამდე ზრდის.
სოფელ გომში ეჭვობენ, რომ კომპანიას ეს თავიდან ქონდა განზრახული თუმცა ხეობაში მოტყუებით შევიდა, რომ ამ მაქინაციით – არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით-გარკვეული რეგულაციებიდან თავი დაეძვრინა.
გორდელაძის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა უმრავლესობამ დატოვა და “პარვუს ჯგუფთან” სასაუბროდ მხოლოდ ორიოდე პედაგოგი და ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩა.
ეზოში შეკრებილი გომელები კი იმუქრებოდნენ, რომ თუ აღნიშნული კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს სოფელში “შლაგბაუმს” დაამონტაჟებენ და მათ ამის საშუალებას არ მისცემენ.