გომში “პარვუს ჯგუფმა” მეოთხე ჰესის მშენებლობაც დაიწყო – ისიც უკანონოდ

ირმა გორდელაძე, გარემოსდამცველი: “გომელებო თქვენი დუმილით ცეცხლს ეთამაშებით-ვუახლოვდებით კატასტროფას”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი), ბჟუჟის ხეობაში –  “პარვუს ჯგუფმა” მეოთხე ჰესის მშენებლობაც დაიწყო – ისიც უკანონოდ
“მადა ჭამაში მოდისო, ასე დაემართა ” პარვუს ჯგუფს”, რომელიც გომის ტყეში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში ვითომ მცირე ჰესების პროექტით შემოიპარა, რომ გარემოსდაცვითი კვლევები და საჯარო განხილვები არ გაევლო.
ახლა კი სამ ჰესს, მეოთხეც დაუმატა და თან სიმძლავრეების გაზრდა სურს.
10.06.2024 წელს განცხადებით მიმართეს გარემოს დაცვის სამინისტროს. ბასრა1, ბასრა2, ბასრა3, ბასრა 4 ჰესების პროექტების სიმძლავრეების დაკორექტირების შესახებ და სკოპინგის ანგარიში წარუდგინეს.
ოთხივე ჰესის სიმძლავრე- 30 მეგავატამდე გაიზრდება, არადა დასაწისში 6 მგვ იყო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ კვლევები რომელიც წარადგინეს არის აფიორა, გადაწერილი ან შეთითხნილი, მოგებაზე გათვლები კი ბატონო.
რაც უნდა იმოქმედოს შემოქმედი- გომის მოსახლეობამ არის ის, რომ ამ ცვლილებების საჯარო განხილვებზე უარი თქვან ხეობის დაშრობაზე.
რატოომ? კომპანია რომელიც მალულად, მოსყიდვით ან დაშინებით მოდის სოფელში- არაა სანდო, ასევე მათი კვლევები არ არის კვალიფიციური, სერიოზული, გათვლილი შემარბილებელ ღონისძიებებზე, რეგიონის სარგებელზე, გარემოს დაცვაზე და გამოიწვევს ბუნებრივ კატასტროფებს ხეობაში.
ბევრი ვიბრძოლეთ ადგილობრივი მედიის დახმარებით, მაგრამ ყველა კარი დაგვიკეტეს.
გაფრხილდით ხალხოო, ცეცხლს ეთამაშებით.
ეტაპობრივად აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციებს”
წერს გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და ფოტოებსაც ავრცელებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share