მას შემდეგ რაც “გურიის მოამბემ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი, ოზურგეთის რამდენიმე მაცხოვრებელს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ, რედაქციამ უამრავი წერილი მიიღო, სადაც ადამიანები ყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ როგორ დაზარალდნენ ამ ადამიანებისაგან.
სქემა ყველგან ერთნაირია, ჯერ ადამიანები ყიდულობენ ავია ბილეთებს, საფასურს იხდიან კერძო ანგარიშებზე, შემდეგ, მათივე მტკიცებით სხვადასხვა ფეისბუკ მომხმარებელი მუდმივად იწყებენ ამ ადამიანის მოტყუებას, ეს ფეისბუკ მომხმარებლები, დაზარალებულთა მტკიცებით ერთი და იგივე ადამიანია, ლელა ნაცვალაძე, სოფიო ღლონტი და ავთანდილ ქავზინაძე, ბოლოს ემუქრებიან და აშანტაჯებენ მათ.
ნინი დიდმანიძე – ბათუმიდან, გვწერს:
“ჩემი სამსახურიდან, სადაც ვმუშაობდი,არასამთავრობო ორგანიზაცია, დამირეკეს,, რომ პრაღაში ვიყავი მოხალისედ მუზეუმში მიწვეული.
17 დან 1 აგვისტომდე იყო პროექტი და საქართველოდან 1 ვიყავი. დამირეკეს, ვეძებდი ბილეთებს იაფად, ჩავწერე, სად არ დავრეკე, ახლობლებთან, იქ ძვირი იყო, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი იყო ფრენის ფული, ჯერ მე უნდა მეყიდა და შემდეგ ამინაზღაურებდნენ.
1 კვირიანი ძებნის შემდეგ ვნახე საიტი, თავიდან ეწერა იაფი ავიაბილეთები, მერე ვიღაც მარიამ ქაჯაიას ვესაუბრებოდი, რომელიც აღმოჩნდა ლელა ნაცვალაძე, ჩავურიცხე თანხა რამდენჯერმე ჩემი დაქალის პირადობით, რამდენჯერმე რა ანგარიშიც მითხრა იმაზე, რადგან, მომთხოვა გინდა თუ არა “თიბისიზე” გვინდაო, მე არ მქონდა ამ ბანკის ბარათი და და 1 კვირა დავსდევდი ამ მარიამ ქაჯაია-ლელა ნაცვალაძეს ბილეთები რომ ჩაეგდო, ორგანიზაცია მთხოვდა დოკუმენტაციას, ორგანიზაციამ მითხრა რომ გატყუებენო, არაა ეგ კარგი ამბავიო და ზუსტად ეგრე, ხან მარიამის თუ ლელას ბავშვი იყო ცუდად, ხან მოუკვდაო და, ასე გადიოდა დღეები, მერე ბებია გამიხდა ცუდადო, მერე დამირეკეს “ჩექინი” არ ხდება პასპორტის გამოო, არადა “ჩექინი” ფასიანი იყო და არ მითხრეს. მაგრამ რატო უნდა ეთქვათ? არ იყო ბილეთი და რა “დაჩექინდებოდა”? მერე ჩამიკეტესო, გაგვიუქმესო საიტიო და ყოველ დღე ტყუილი, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, ყოველ ამ დღეს ველოდებოდი, მერე ბებია გარდამეცვალაო, მერამდენედ, მერე დაიბლოკაო შენი ბილეთიო.თანხის დაბრუნება ვუთხარი, მაგრამ აზრი არ ქონდა ისევ ტყუილი ტყუილზე და აქამდე მოვედი. პრაღასა და ფულს ვინ ამბობს, დამითხოვეს სამსახურიდანაც, და დავრჩი ასე” – წერს დიდმანიძე.
წერს ნინო დიდმანიძე ბათუმიდან