შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობა მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელებია მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით არანაირ ყაჩაღობასა და ძარცვას ადგილი არ ჰქონია:
“შემოვიდა მოქალაქისგან ზარი, რომელმაც შეგვატყობინა, რომ იპოვა საეჭვო ნივთი. ამ წუთებში ნივთს უტარდება ექსპერტიზა. საქმე აღძრულია 236-ე მუხლით, რომელიც იაღაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს” – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.