მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ თუ “ანტიქრისტემ ადამიანების დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას კორონავირუსის ვაქცინის გარეშეც მოახერხებს”.
“მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ თექვსმეტი მილიარდი სამედიცინო ნემსი გამოიყენება, ანუ დაახლოებით ამდენივე სხვადაახვა სახისა და დანიშნულების ინექცია კეთდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ანტიქრისტემ ვინმეს დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას შესანიშნავად მოახერხებს კორონავირუსის ვაქცინის გარეშეც, მაქსიმუმ სამ წელში.
დიდი საიდუმლო, რომელსაც ვერ ჩავწვდი, იმაში მდგომარეობს, რატომ აირჩია ანტიქრისტემ ჩიპების გადასანერგად მაინც და მაინც კორონას ვაქცინა?!
იქნებ დამეხმაროთ, ანტივაქსერებო,” – წერს სასულიერო პირი.