ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა.
„როგორც წარმოგიდგენიათ, როცა გვემუქრებიან დაჭერით და ძალადობრივი შტურმით, ვინ უნდა წარმოადგინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან? -ნიკა მელიამ. ღარიბაშვილს ან „ქართული ოცნების“ სხვა პაიკებს რომ ჰკითხოთ, ისინი მის დაკავებას აპირებენ. ეს ხომ აბსურდია და ამ აბსურდში თავის თავი ჩააყენეს, როცა ეს საქმე შეკერეს და აიხლართნენ მერე თავიანთ სიყალბეში. ამიტომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური დევნა ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე. ეს მოგვცემს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას.
ღარიბაშვილის ერთადერთი დღის წესრიგი, რისთვისაც ივანიშვილმა გაამწესა და ნომინირება გაუკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის ის, რომ შური იძიოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. აბსურდია ხო? ამ აბსურდიდან უნდა გამოვიდეთ! როგორც წარმოგიდგენიათ, მე თუ უნდა წარმოვადგინო მოლაპარაკებების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარე რომ ვიყო, როგორც წარმოგიდგენიათ, ხელბორკილებით მიმიყვანენ მაგიდასთან? ცოტა უფრო რაციონალურად ხომ უნდა ვისაუბროთ?!“ – განაცხადა ბოკუჩავამ.