ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დღეს არის დასრულებული – წულუკიანი

ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ იყო პერსპექტიული პოლიტიკოსი, დღეს არის დასრულებული, ის ეკუთვნის წარსულს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განმარტებით, დღეს ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულებულია.

„არაერთხელ, მის დაკავებამდე და პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და გავაკეთე განცხადებები, რადგან ის ამას შეისმენდა, ვინაიდან, როგორც ვიცი, და ეს კარგად მომეხსენება, ყველა საკანში არის წვდომა ტელევიზიაზე, მას ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, როცა მე ვიყავი მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მერეც ჰქონდა. ამიტომ ის უსმენდა, მაგრამ არ შეისმინა. მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ საჭიროა გირაოს გადახდა, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე. მან ეს ვერ მოისმინა, ეს არ შეისმინა. სამწუხაროდ, ალბათ, არ გაიგო სხვა რჩევებიც კეთილი ადამიანების, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. შესაბამისად, დღეს, სამწუხაროდ, ის არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ თქვენ რომ მეკითხებით, რას ფიქრობთ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი, რადგან ჩვენ უკვე წარსულის ახალგაზრდა პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share