ქურდობა მოხდა რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში, როგორც “გურიის მოამბეს” უთხრეს გამსახურდიას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი სავარაუდოდ ღამის საათებში გაქურდეს.
საცხოვრებელი სახლი დროებით დაკეტილი იყო.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ქურდებმა სახლიდან ფარდები, ჭაღები, ქვაბები, კოვზები და თეთრეული გაიტანეს. ჩვენთვის, ასევე, ცნობილია, რომ გურიის მთავარ სამმართველოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება, უკვე, დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე პოლიციმ დამნაშავის კვალს ვერ მიაგნო.
ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაც გაიქურდა, საიდანაც 3 000 ლარამდე თანხაა წაღებული. დამნაშავე არც ამ შემთხვევაშია დაკავებლი.
“გურიის მოამბე” მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.