ლანჩხუთში სასაფლაოებს მასიურად ძარცვავენ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა წერს, რომელსაც ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა:
”როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ.სუფსის და ჩოჩხათის ზონის მკვიდრებმა მომაწოდეს ინფორმაცია და რომელებსაც მათივე უსაფრთხოების გამო საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ, სააღდგომოდ სასაფლაოს გასაწმენდად ასულებს მათი წინაპრების საფლავები გაქურდული დახვდათ. წაღებული არა მხოლოდ ალუმინის მესერი, ასევე რკინის კონსტრუქციაც.როგორც იგივე წყარო მიყვება,საუბედუროდ მათი წინაპრების საფლავები გამონაკლისი არაა და როგორც ადგილობრევიბი ამბობენ საფლავებიდან სხვადასხვა სახის ლითონის ქურდობას მასიური ხასიათი აქვს. აქ ალბათ ჩემი რაიმე ტიპის კომენტარი სრულიად ზედმეტი იქნება. ან/და რა გინდა რომ თქვა და დააკომენტარე?! პ.ს დარწმუნებული ვარ ეს სოფლები არ იქნება გამონაკლისი და უბრალოდ სხვა სოფლებიდან ინფორმაცია არ მაქვს!“წერს ასკურავა.