გურიის მაჟორიტარი სახელისუფლებო პარტიის შტაბში თანხის დარიგებას განაგრძობს

როგორვ “გურიის მოამბეს” საკუთარი წყარო “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტავიდან ატყობინებს, თანხა რომელიც ამ დღეებში მმართველი პარტიის ოფისში კოორდინატორებს ურიგებდნენ გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნოდა:

“ვასილ ჩიგოგიძემ მოიტანა დაახლოებით 400 ათასი ლარი, რომელიც კოორდინატორენს უნდა გამოეყენებინათ საკუთარ ზონებში წინასწარი შედგებილი გეგმის მიხედვით. ვინაიდან ჩიგოგიძე პარტიის მოლარეს (გელა ჭანუყვაძეს, რომელიც დავით დარჩიას კაცია) გელა ჭანუყვაძეს და შესავამისად დარჩიასაც ფულის საკითხში არ ენდობოდა, ის დარიგების პროცესს უშუალო ზედამხედველობას უწევდა და ამ პროცესში თვითონ მონაწილეობდა” გვიყვება წყარო.

ჟურნალისტებმა სწორედ ჩიგოგიძესთან შეხვედრისას დააფიქსირეს თანხის დარიგება კოორდინატორებზე.

გავრცელებული იბფორმაციით, ვასილ ჩიგოგიძე სახელისუფლებო შტაბში თანხის კოორდინატორებზე დარიგებას განაგრძობს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share