გუშინ, გვიან ღამით ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდეს.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, მაღაზია კომენდანტის საათის დროს, უკანა შესასვლელიდან გატეხეს.
კონკრეტულად თუ რისი წაღება მოახერხეს,ამაზე მაღაზიის მეპატრონე ვერ საუბრობს,რადგან მას ობოექტზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ სავარაუდოდ მაღაზიიდან,სურსათთან და ბოსტნეულთან ერთად, ფულიც წაიღეს.
”გრიის მოამბე” შს-ს კომენტარს ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.