ნიკა მელია “ოზურგეთელი ჩვენი მხარდამჭერები დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენს საერთო გამარჯვებაში”

“ოზურგეთელი ჩვენი მხარდამჭერები დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენს საერთო გამარჯვებაში”

ეს განცხადება პარტია “ახალის” ერთ ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, “გურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ გააკეთა,

ნიკა მელია, პარტიის კიდევ ერთ დამფუძნებელი ნიკა გვარამიასთან ერთად ოზურგეთში გუშინ იმყოფებოდა და მის მხარდამჭერებთან შეხვედრამდე, ის საკუთარ მომხრეებთან ერთად, ოზურგეთის ქუჩებში გავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

“დღეს ვიმყოფებით ოზურგეთში. მოგვეცა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა არადაგეგმილ შეხვედრაში-შეხვედრაზე გამოჩნდა თუ რა სურს გულწრფელად ოზურგეთს, შევხვდით „ახალის“ ოზურგეთელ მხარდამჭერებს, ჩამოვაყალიბეთ გუნდი, ადგილობრივი ორგანიზაცია, მოგეხსენებათ ორგანიზებულობა ამ საქმეში არის მნიშვნელოვანი და გვჯერა რომ ოზურგეთელი ჩვენი მხარდამჭერები დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენს საერთო გამარჯვებაში. რომელმაც სასიკეთო ცვლილებები უნდა მოუტანოს ყველას ამ ქვეყანაში“

გვითხრა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share