დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი პირველი შეფასება– განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. მისი შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა:
“მან მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ფიზიკურად ეს არის სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო”- თქვა მეუფე ნიკოლოზმა